top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მინისტრანტების გადასარჩენად ორმა მღვდელმა სიცოცხლე გასწირა

  • 54 minutes ago
  • 1 min read

ეკვადორში, სულიერი ვარჯიშების დროს, მინისტანტების (ლიტურგიული მსახურებისას დამხმარე პიროვნება) გადარჩენის მცდელობას, ორი კათოლიკე მღვდელი შეეწირა.



ტრაგედია 13 მარტს, გუაიასის ზღვისპირა ქალაქ პლაიასში მოხდა, სადაც ახალგაზრდა მინისტანტთა ჯგუფი ერთდღიან შეხვედრაში მონაწილეობდა.


ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, ორი ბიჭი ზღვაში შევიდა, თუმცა ძლიერმა ტალღებმა ისინი სწრაფად გაიტაცა სიღრმეში. მათ გადასარჩენად ზღვაში შევიდნენ ახალგაზრდების თანმხლები სასულიერო პირები, მღვდელი ალფონსო ავილესი და მღვდელი პედრო ანზოატეგი. მათ შეძლეს ბიჭების წყლიდან ამოყვანაში დახმარება, თუმცა თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა.


დაულეს ეპარქიის, წმიდა ალბერტ დიდის სამრევლოს წინამძღვრის, წარმოშობით ესპანელი მღვდლის, ალფონსო ავილესის ცხედარი მალევე იპოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი, სან-ხასინტოს ეპარქიის მღვდლის, მამა პედრო ანზოატეგის გარდაცვალებაც დადასტურდა. გადარჩენილი მინისტანტები უსაფრთხოდ არიან.


სასულიერო პირების დაღუპვამ ადგილობრივი ეკლესია და მორწმუნეები შეძრა. დაულესა და სან-ხასინტოს ეპარქიებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს მღვდლების დაკარგვის გამო და ამავდროულად, მადლობა შესწირეს ღმერთს მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის. „მათ სიცოცხლე სხვების მსახურებაში გასწირეს“, - ნათქვამია განცხადებაში.


მღვდელი ალფონსო ავილესი
მღვდელი ალფონსო ავილესი

მღვდელი ალფონსო ავილესი 1966 წელს, ესპანეთში დაიბადა, 1990 წელს მღვდლად ეკურთხა. სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი სამწყსო მსახურებას ეწეოდა, დაკავებული იყო კატეხიზაციითა და მინისტანტების ფორმაციით. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, წმიდა ალბერტ დიდის სამრევლოში მოღვაწეობდა, სადაც მორწმუნეებთან სიახლოვითა და საკრებულო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.


მარცხნივ – მღვდელ პედრო ანზოატეგი
მარცხნივ – მღვდელ პედრო ანზოატეგი

რაც შეეხება მღვდელ პედრო ანზოატეგის, იგი 1982 წელს დაიბადა, ხოლო 2010 წელს გუაიაკილის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხეს. მსახურობდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის დურანის წმიდა ჯვრის სამრევლოში, სადაც მორწმუნეებსა და ახალგაზრდებს სულიერ ცხოვრებაში ეხმარებოდა.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი




 


Comments


bottom of page