top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პეტრეს ბაზილიკაში ახალი უსაფრთხოების ბარიერები დამონტაჟდა

  • 2 days ago
  • 1 min read

წმიდა პეტრეს ბაზილიკაში უსაფრთხოების ახალი ზომები დანერგა, მათ შორის, ვანდალიზმის აქტების თავიდან ასაცილებლად, მთავარი საკურთხევლის გარშემო, მაღალი გამჭვირვალობის მქონე მობილური დამცავი ბარიერი დამონტაჟდა.

მიქელანჯელოს „პიეტასთვის“ – ახალი ჯავშნიანი მინა, ხოლო „იუბილეს მოედანზე“ დაგეგმილია მოძრავი ბარიერების განთავსება. ასევე, იგეგმება ნაკადების მონიტორინგის „სმარტ სისტემის“ დანერგვა და ნეკროპოლისის ახალი განათების მონტაჟი.



ახალი ბარიერები მარტივად და სწრაფად იხსნება, ხოლო უმაღლესი გამჭვირვალობის პოლიკარბონატის პანელები, მინიმალურ ვიზუალურ ეფექტს ახდენს, რაც სრულად ინარჩუნებს ბაზილიკის მონუმენტურ, მხატვრულ და არქიტექტურულ მთლიანობას.


ამ ზომების მიღება აუცილებელი გახდა, რადგან საკურთხევლის გარშემო არსებულ სივრცეში, არაუფლებამოსილი პირები განმეორებითი შეიჭრნენ. ამ ქმედებებს თან სდევდა ვანდალიზმისა და სიწმინდის შეურაცხყოფის ფაქტები, რაც ადგილის სიწმინდის ხელყოფასთან ერთად, საფრთხეს უქმნის, როგორც თავად დამრღვევებს, ისე არქიტექტურული ელემენტებისა და ლიტურგიკული ინვენტარის უსაფრთხოებას.



უსაფრთხოების გამკაცრების ერთ-ერთი მთვარი მიზეზი გახდა, ყველაზე გახმაურებული ინციდენტი, როცა 2023 წლის ივნისში, ერთ-ერთმა ვიზიტორმა, პოლონეთის მოქალაქემ ბარიერები გადალახა და წმიდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ საკურთხეველზე ავიდა. მან ტანსაცმელი გაიხადა და შიშველი დადგა საკურთხეველზე, ზურგზე კი დატანილი ჰქონდა წარწერა, რომელითაც უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.


ამ ფაქტმა აჩვენა, რომ ძველი, დაბალი ბარიერები ვერ უზრუნველყოფდა სათანადო დაცვას არა მხოლოდ ვანდალიზმისგან, არამედ საკურთხევლის სიწმინდის შებღალვისგანაც. სწორედ ამიტომ გადაწყდა უფრო მაღალი, მყარი, მაგრამ ამავე დროს გამჭვირვალე პოლიკარბონატის პანელების დამონტაჟება, რომლებიც ფიზიკურად შეუძლებელს ხდის მსგავს დარღვევებს.

შოთა გიქოშვილი

 



 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page