top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანსა და ნიკარაგუას შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა

ერთი წლის წინ ნიკარაგუიდან წმინდა საყდრის დესპანი გააძევეს.

ნიკარაგუასა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური კავშირი შეწყდა – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ნიკარაგუას საგარეო საქმეთა სამინისტრო. ხელისუფლებამ მოითხოვა ქვეყანაში დაიხუროს შესაბამისი დიპლომატიური უწყებები.


2022 წლის 12 მარტს, მანაგუაში, სამოციქულო ნუნციუსი, ვალდემარ სტანისლავ სომერტაგი ქვეყნიდან გააძევეს. ამაზე წმინდა საყდარმა რეაგირება მოახდინა და განცხადება გაავრცელა: “მსგავსი ზომების მიღება აუცილებელი აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი აღმატებულება ნუნციუსი სომერტაგი მასზე დაკისრებულ მისიას ემსახურებოდა თავგანწირვით ეკლესიისა და ნიკარაგუელი ხალხის სასიკეთოდ, განსაკუთრებით კი, ყველაზე მოწყვლადი ფენებისათვის. იგი ასევე ცდილობდა კარგი ურთიერთობები შეენარჩუნებინა წმინდა საყდარსა და ნიკარაგუას ხელისუფლებას შორის”.


გასული წლის ერთ-ერთ ინტერვიუში, პაპმა ფრანცისკემ ნიკარაგუას ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე თქვა, რომ წმინდა საყდარი ყოველთვის ისწრაფოდა დიალოგისაკენ: “წმინდა საყდარი არ გადის ქვეყნიდან თავისი სურვილით, თუ არ გააძევებენ მას. იგი ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს დიპლომატიური ურთიერთობები და ის, რისი შენარჩუნებაც შესაძლებელია მოთმინებისა და დიალოგის ხარჯზე”.


დიპლომატიური და საზოგადოებრივი მდგომარეობა ნიკარაგუაში ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესდა. იზრდება მომიტინგეთა რეპრესიები, გახშირდა დაპატიმრებები და ქვეყნიდან გაძევება. ამ ბოლოს, დააპატიმრეს მატაგალპის ეპისკოპოსი, როლანდო ალვარესი და 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას შემდეგ, მის შესახებ არანაირი ცნობა არ ვრცელდება.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი



bottom of page