top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქართული გალობა შესრულდა



2022 წლის 29 ივნისს, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა დიდდღესასწაულზე, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში წმ. წირვა პაპმა ფრანცისკემ აღარვლინა. ლიტურგიის დასასრულს, ისტორიაში პირველად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის „ავე მარია“ და ქართველი კათოლიკე კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის მიერ დამუშვებული „შენ ხარ ვენახი“ შეასრულა.

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდისა და იანო ალიბეგაშვილის მიერ ერთობლივად შესრულებული „ავე მარიას“ ფონზე, პაპი ფრანცისკე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს მიეცალმა.


ასევ, ქართული გალობის ფონზე, პაპმა ფრანცისკემ ახალ მთავარეპისკოპოსებს პალიუმი - ლიტურგიკული შესამოსელი - გადასცა.

ღვთისმსახურების დასასრულს, პაპმა ფრანცისკემ და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ტელმესოს მთავარეპისკოპოსმა იობმა წმ. პეტრე მოციქულის საფლავს პატივი მიაგეს.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური დელეგაცია, წირვაზე საპატიო სტუმრების რანგში იმყოფებოდა.

ლიტურგიის დაწყებამდე, პაპი ფრანცისკე ქართულ დელეგაციას შეხვდა და ქართული მუსიკა და ღვინო შეაქო. ღვინო მას წმინდა საყდრის დესპანმა საქართველოში, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა გაუგზავნა.


ცნობისთვის, წმ. პეტრეს ბაზილიკამდე, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა, 26 ივნისს ისტორიული კონცერტი სიქსტის კაპელაში გამართა.

საპატრიარქო გუნდი ვატიკანში პაპის მიწვევით 23 ივნისს გაემგზავრა.

წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა სადღესასწაულო წირვა, პეტრეს ტაძრიდან


catholic.ge

bottom of page