top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკაში ‘მწვანე საშვი’ სავალდებულო გახდა



ვატიკანის ტერიტორიაზე შესასველად სავალდებულო სანიტარული საშვი იქნება საჭირო.



1–ელი ოქტომბრიდან ვატიკანის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ე.წ. მწვანე საშვით, საზღვარგარეთის სრული ვაქცინაციის დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება, რომპირი გამოჯანმრთელებულია კორონავირუსისგან, ანდა უნდა გააჩნდეს კორონავირუსისტესტის ნეგატიური პასუხი.


ახალი წესდება ვრცელდება ასევე შენობების მონახულებაზეც, რომლებიც განთავსებულია ექსტერიტორიალურ ზონებში და ჩამოთვლილია ლატერანის შეთანხმების მე–15 და მე–16 პუნქტებში (მათ შორის არის კურიალური უწყებების შენობა, პაპის ზოგიერთი სასწავლო დაწესებულება და კოლეგიები).


მწვანე საშვის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ ღვთისმსახურებაზე დასწრება, ვადა შეზღუდულია ღვთისმსახურების ხანგრძლივობის შესაბამისად.


დაზუსტებულია, რომ არსებული წესები სხვა, ახალი წესების შემოღებამდე იმოქმედებს.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ სავალდებულო Green Pass – ი (მწვანე საშვი) არის წმინდა მამის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში, რომელიც 7 სექტემბრის აუდიენციაზე მიაწოდა კარდინალ ბერტელოს. აუდიენციისას პაპმა განაცხადა, რომ აუცილებელია შრომითი კოლექტივის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა, ყოველი წევრის ღირსების, უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემის გათვალისწინებით. მან ასევე დაავალა საგუბერნატორო სამსახურს, გამოსცეს განკარგულება გატარდეს სანიტარულ სიტუაციასთან საბრძოლველი შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ვატიკანის სახელმწიფოსა და ლატენასის შეთანხმების თანახმად არსებული 15 და 16 პუნქტებში მოხსენიებული ტერიტორიებისა და მათი სპეციფიკური სამართლებრივი სტატუსის ფარგლებში.


ვატიკანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაბამისი დოკუმენტის ქონას გააკონტროლებს ჟანდარმერია, ხოლო ექსტერიტორიალურ ზონებში კი შესაბამისი ადმინისტრაცია.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი



bottom of page