top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვაქცინირებული რელიგიური ლიდერები

მსოფლიო რელიგიური ლიდერების ნაწილი საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, პანდემია იქამდე არ დასრულდება, სანამ თითოეული ადამიანი არ აიღებს აცრის პასუხისმგებლობას.



Catholic.ge გთავაზობთ ზოგიერთი სულიერი ლიდერის ვაქცინაციის მონაცემებს.


კათოლიკე ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური პაპი ფრანცისკე და ემერიტუსი პაპი, ბენედიქტე XVI კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 2021 წლის იანვარში აიცრნენ. პაპი საზოგადოებას ვაქცინისკენ მოუწოდებს:


„ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა საერთო სიკეთის პოპულარიზაციისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის. ვაქცინების მიღება სიყვარულის აქტია. მე ვლოცულობ ღმერთის მიმართ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს თავისი პატარა სიყვარულის ჟესტის გამოხატვა, რაც უნდა მცირე იყოს ის, სიყვარული ყოველთვის გრანდიოზულია“, – აცხადებს პაპი ფანცისკე.




პაპის მსგავსად, 2021 წლის იანვარში გაიკეთა ვაქცინა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა.


„რაც შეეხება აცრას, ის აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოყვასის გამოც. ვინაიდან აცრა მხოლოდ ჩენ კი არ გვიცავს, არამედ აბრკოლებს პანდემიის გავრცელებას. ამიტომ თავიც უნდა დავიცვათ და სხვაც დავიცვათ. ეს სოლიდარობისა და მხარდაჭერის საკითხია“, – აცხადებს პატრიარქი.




ვაქცინაციას შეუერთდა ირანის სასულიერო, სამხედრო და სახელმწიფო ლიდერი აითოლა ალი ხამენელი. მან ადგილობრივი წარმოების ვაქცინის პირველი დოზა ივნისში გაიკეთა.


„ნამდვილად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გამოიყენა თავისი ცოდნა და გამოცდილება, მეცნიერული და პრაქტიკული ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს ქვეყანა ასეთი დიდი, პრესტიჟული შესაძლებლობებით ანუ კოვიდის ვაქცინით“, – აცხადებს იგი.




2021 წლის მარტში აიცრა ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამა, რომელმაც ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა.


”მე გავიკეთე ვაქცინა და მინდა, უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს გამბედაობა, რომ მიიღოს ეს ინექცია.”



საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ შეფარდებისა და აშკერაზების მთავარი რაბინები ისრაელში – რაბინი დავით ლაუ და იცხაკ იოსეფი. ვაქცინა ორივე მათგანმა გაიკეთა.


„ახლა, როდესაც ჩვენ შევიტყვეთ, რომ ვაქცინა შეიქმნა, რომ ის ხელს უშლის COVID– ს და ჩატარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, ექსპერიმენტი, რათა დადასტურდეს, რომ ვაქცინა ეფექტურია პანდემიის შესაჩერებლად და არ წარმოადგენს საფრთხეს - თითოეული ადამიანი უნდა იყოს აცრილი ექიმების მითითებების შესაბამისად“, – ამბობს რაბინი დავით ლაუ.



2021 წლის მარტში აიცრა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის პატრიარქი სვიატოსლავ შევჩუკი”არანაირი რელიგიური მიზეზი არ არსებობს ვაქცინაციაზე უარი რომ თქვა“, - განაცხადა პატრიარქმა სვიატოსლავმა ვაქცინაციის შემდგომ ბრიფინგზე.



რელიგიურ ლიდერთა მოწოდება მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანია.


ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში, კათოლიკე ეკელსიის სასულიერო პირების 90% უკვე ვაქცინირებულია.


თაკო ფეიქრიშილი

Catholic.ge - მასალის გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, დაიცვათ საავტორო უფლებები

bottom of page