top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ველოსიპედით პოლონეთიდან რომში – ახალგაზრდული მიმლოცველობა

28 ივლისს პოლონელი მომლოცველები მარადიულ ქალაქში ველოსიპედით ჩავლენ. ისინი 15 ივლისს გაემგზავრნენ ჰელმიდან (Chełm, პოლონეთი), გადაკვეთეს პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ავსტრია და იტალია — ასობით კილომეტრი გაიარეს ლოცვის, მადლიერებისა და მეგობრობის სულისკვეთებით. მათი მიზანია, მონაწილეობა მიიღონ რომში გამართულ ახალგაზრდულ იუბილეში და პაპს შეხვდნენ.

ree

მოგზაურობაში, რომელიც როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით უნიკალურია მონაწილეობს 25 ახალგაზრდა და 4 თანმხლები პირი. ჯგუფს ხელმძღვანელობენ მღვდელი კაროლ მაზური, ჰელმში მდებარე „ქრისტეს გამოსყიდველის ეკლესიის“ ვიკარი და მღვდელი იანუშ კოპჩინსკი, მინსკ მაზოვიეცკის წმინდა ანტონ პადუელის ეკლესიის წინამძღვარი.


ახალგაზრდები მთელი პოლონეთიდან — ერთი გზა, ერთი რწმენა


მომლოცველები პოლონეთის სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ, მათ შორის ჩელმიდან, მინსკ მაზოვიეცკიდან, ლუბლინიდან და კრაკოვიდან. მათი უმეტესობა 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდაა.


„ჯგუფი ძალიან მრავალფეროვანია — როგორც ფიზიკური მომზადების, ისე სულიერი გამოცდილების თვალსაზრისით,“ — ამბობს მღვდელმა კაროლ მაზური.


„ყოველდღიურად აღვავლენთ წმიდა წირვას, შეჩერებების დროს ვლოცულობთ „სავარდს“, ყოველდღე გვაქვს რეფლექსია, მედიტაცია და თემატური ფიქრი — ეს საოცარი გამოცდილებაა.“

ree

გულისა და სულის საჭიროებიდან გამომდინარე


მონაწილეები ამბობენ, რომ თითოეულმა მათგანმა გზა პირადი განზრახვითა და მოტივაციით დაიწყო.


„ეს გამოწვევა ჩემთვის სულიერი ზრდის, ახალი ადამიანების გაცნობისა და საკუთარი თავის გამოცდის საშუალებაა. იმედი მაქვს, რომ შევხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც რწმენის განვითარებაში დამეხმარებიან,“ — ამბობს ახალგაზრდა მომლოცველი ფრანჩიშეკ გურნიაკი.


ლუკაშ ჰაჩიკმა კი დაამატა, რომ პილიგრიმობისას „ატმოსფერო საოცარია“. მისივე თქმით, სურს „უკეთ გაიცნოს თავი და ღმერთთან დაახლოვდეს“.


„ეს მოგზაურობა ჩემი მადლიერებაა ღმერთისადმი — იმ დახმარებისთვის, რაც მან ცხოვრების გზაზე მომცა, ჯანმრთელობისა და ოჯახში მშვიდობისთვის,“ — ამბობს ალექსანდრა მროჩეკი.

ree

გამოცდილებიდან დაბადებული, ლოცვით წარმართული


პილიგრიმობის იდეა მღვდელ კაროლ მაზურის გაუჩნდა — მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო მიმლოცველობაში ჩენსტოხოვაში, ფატიმასა და რომში. მან გადაწყვიტა, რომ ამჯერად ყურადღება ახალგაზრდებზე გადაეტანა. მომზადება ერთი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა და მოიცავდა სულიერ შეხვედრებს, ველოსიპედურ შეკრებებს ფიზიკური მზადებისთვის, ინდივიდუალურ საუბრებსა და ონლაინ შეხვედრებს. სულიერი პროგრამა მღვდელმა იანუშ კოპჩინსკიმ შეადგინა.


რომი და შეხვედრა პაპთან


მომლოცველები გეგმავენ, რომ 28 ივლისს, მიაღწიონ რომს, რათა „ახალგაზრდების იუბილეზე“ მონაწილეობა მიიღონ, ხოლო იქიდან პოლონეთში, 3 აგვისტოს თვითმფრინავით დაბრუნდებიან.

ree

„ძალიან გვიხარია — გზაზე ვართ რწმენით, ლოცვითა და სიხარულით. ალპების გადაკვეთვის შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ აღვფრთოვანდებით ადრიატიკის ზღვით, შემდეგ კი მივაღწევთ საუკუნო ქალაქს,“ — ამბობს მღვდელი კაროლ მაზური.


წყარო: www.vaticannews.va


თაკო ფეიქრიშვილი


Comments


bottom of page