top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ვიწყებთ საეკლესიო ლოცვის წელს’ – პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ საიუბილეო წლის დაწყებამდე, რომელიც 2025 წელს მოხდება, მორწმუნეებს საეკლესიო ლოცვის წლის დაწყების შესახებ განუცხადა.


"რამდენიმე თვეში, წმინდა კარიბჭე გაიხსნება და საიუბილეო 2025 წელი დაიწყება“, – განაცხადა პაპმა და მორწმუნეებს მოუწოდა გულითადად ილოცონ, რათა ეს მადლიანი მოვლენა ღირსეულად იქნას განცდილი და ღვთის იმედის ძალა ყველამ შეიგრძნოს – “დღეს ვიწყებთ ლოცვის წელს”.

 

რომის ეპისკოპოსის განმარტებით, ვატიკანის ევანგელიზაციის დიკასტერია, კათოლიკური თემების დასახმარებლად, გამოაქვეყნებს რესურსებს, რათა მორწმუნეებისათვის ‘ლოცვის წელი’ ნაყოფიერი იყოს. წმინდა საყდრის პრესსამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ლოცვის წლის შესახებ პრესკონფერენცია 23 იანვარს გაიმართება.

 

“ამ წლის გატარება გულმხურვალე ლოცვაში ყოველ ქრისტიანს დაეხმარება კვლავ აღმოაჩინოს საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობა და ლოცვის აბსოლუტური აუცილებლობა, პირად, ეკლესიისა და მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში. ამაში ასევე დაგვეხმარება ევანგელიზაციის დეპარტამენტის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო”, - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

 

ცნობისთვის, იუბილე ანუ ‘წმინდა წელი’ ეკლესიაში დიდი რელიგიური მოვლენაა.

2025 წლისათვის, იუბილის აღსანიშნავად,  ვატიკანი და ქალაქი რომი 35 მილიონი ადამიანის მოლოდინშია.

 

იუბილეს „ჩვეულებრივი“ ეწოდება, თუ იგი აღინიშნება 25 წლიან პერიოდში.  როდესაც იუბილე გამოცხადებულია რაიმე გამორჩეული მოვლენისთვის, მას „არა ჩვეულებრივს“ უწოდებენ.


ბოლო იუბილე 2000 წელს პაპის წმინდა იოანე პავლე II-ის პონტიფიკაციის დროს შედგა. 2015 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა წყალობის საგანგებო წმიდა წელი.

 

2025 წლის საიუბილეო წელი 2024 წლის 24 დეკემბერს (შობის ღამე) დაიწყება და 2026 წლის 6 იანვარს დასრულდება.

 

„წმიდა კარიბჭე“ ნებისმიერი იუბილეს ცენტრალური ნაწილია.

საიუბილეო წლის განმავლობაში, წმინდა პეტრეს ბაზილიკასა და რომის სხვა დიდ ბაზილიკებში შიგნიდან დალუქული კარები იხსნება. 


 

წმინდა კარის გაღება სიმბოლოა კათოლიკეებისთვის, რომელიც ხსნას სთავაზობს „არაჩვეულებრივი გზით“. მომლოცველებს, რომლებიც გადიან წმინდა კარს, შეუძლიათ მიიღონ პლენარული ინდულგენცია.


 

წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

bottom of page