top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘თანაგრძნობა იწყება შეხედულებებიდან’ - პაპი ლეონ XIV

13 ივლისს, პაპმა ლეონ XIV-მ საკვირაო წმიდა წირვა კასტელ განდოლფოში აღავლინა, წმიდა თომა ვილანოველის სამრევლო ტაძარში. მან ქადაგება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახარებისეულ იგავს - კეთილი სამარიელის ისტორიას (ლუკა 10:25–37) მიუძღვნა.

 

ree

„დაინახო და გვერდი აუარო, ან დაინახო და შეიბრალო – ეს არის ის, რაც ყველაფერს განსაზღვრავს. მღვდელმა და ლევიანმა დაინახეს და გვერდი აუარეს, მაგრამ სამარიელმა დაინახა და შეიბრალა. ეს განსხვავება თითოეული ჩვენგანისთვის გამოწვევაა”, - თქვა პაპმა.

 

„ჭეშმარიტი თანაგრძნობა იწყება გულიდან მომავალი მზერით, რომელსაც მოყვასის შემჩნევა შეუძლია. მზერა შეიძლება იყოს ზედაპირული, ნაჩქარევი ან გულიდან გამომავალი, რომელსაც შეუძლია თანაგრძნობის, შეშფოთების, პასუხისმგებლობის გაღვიძების უნარი“, –  პაპმა ასეთ მზერას ჭეშმარიტი თანაგრძნობის წყარო უწოდა, რომელიც იწყება შინაგანი შოკით და აიძულებს ადამიანს იმოქმედოს.

 

„სამარიელის მაგალითი, მისი მზერა, უპირველეს ყოვლისა, თავად ქრისტეს, ღვთის ხატება და მზერაა, რომელმაც არ აუარა გვერდი ბოროტებითა და ტკივილით დაჭრილ კაცობრიობას. მან განკურნა ჩვენი ჭრილობები და ამ ჭრილობებზე ასხამს თავისი სიყვარულისა და წყალობის ზეთს“.

 

პაპმა აღნიშნა, რომ  იერუსალიმიდან იერიქონამდე გზა მილიონობით ადამიანის გზაა, რომლებიც სიღარიბით, უსამართლობით, ომებითა და პირადი სირთულეებით იტანჯება – „ეს არის მრავალი გაძარცული ხალხის გზა, რეპრესიული, პოლიტიკური სისტემებისა და ეკონომიკის უსამართლობის მსხვერპლთა გზაა, რომლებიც სიღარიბისთვის გასწირეს, ომის მსხვერპლნი, რომელიც მათ ოცნებებსა და ცხოვრებას ანადგურებს“.

 

ლეონ XIV-მ კითხვა დასვა: “რას ვიზამთ? დავინახავთ და გვერდს ავუვლით? თუ დავუშვებთ, რომ სხვისი ტკივილი, როგორც ეს სამარიელის შემთხვევაში იყო, გულამდე მივიტანოთ?“ –  წმიდა მამა მოგვიწოდებს არ ავყვეთ ცდუნებას, თითქოს მეზობლებად მხოლოდ ისინი ჩავთვალოთ, ვინც ჩვენს წრეს, რელიგიას ან ერს მიეკუთვნება. ის შეგვახსენებს, რომ იესო ცვლის პერსპექტივას იმ უცხო ადამიანის მაგალითის ჩვენებით, რომელიც ნამდვილ მოყვასად იქცა.

 

რომის ეპისკოპოსმა ბენედიქტე XVI-ის ციტირებით ხაზი გაუსვა, რომ მოყვასად ყოფნა ნიშნავს გახდე ადამიანი, რომელსაც გული ღია აქვს და მზადაა სხვისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს ტრანსფორმაცია დღეს საჭირო „სიყვარულის რევოლუციაა“.

 

„ქრისტეს მიერ განკურნებულები და მის მიერ შეყვარებულები, მოწოდებულნი ვართ, გავხდეთ მისი თანაგრძნობის ნიშნები მსოფლიოში, რაც სიყვარულს საშუალებას მისცემს, დაანგრიოს ბარიერები ადამიანებს შორის.

 

ქადაგების დასასრულს, პაპმა მორწმუნეებს ქრისტეს სიტყვებით მიმართა და იგავი დაასრულა: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“.


შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

Comments


bottom of page