top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იაპონიის პირველმა კათოლიკე პრინცესამ ისტორია შექმნა

8 minutes ago
1 min read

იაპონიის უძველესი უწყვეტი მონარქიის ისტორიაში, უხმაურო, თუმცა მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ის ფაქტი, რომ მიკასას პრინც ტომოჰიტოს ქვრივი, პრინცესა ნობუკო პირველი მონათლული კათოლიკე გახდა, რომელმაც იაპონიის იმპერატორის ოჯახში საკუთარი დამოუკიდებელი შტო დააფუძნა.



2025 წლის 30 სექტემბერს, იაპონიის იმპერატორის ოჯახის ეკონომიკურმა საბჭომ დაამტკიცა, რომ პრინცესა ნობუკოს ხელმძღვანელობით, შეიქმნას ახალი იმპერიული სახლი, რამაც მას ოფიციალური სტატუსი, დამოუკიდებელი რეზიდენცია და ბიუჯეტი მიანიჭა. 1990 წლის შემდეგ, ეს მსგავსი შტოს დაფუძნების პირველი შემთხვევაა.


პრინცესა 1955 წელს, ცნობილ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტარო ასოს და, ნობუკო ბავშვობაშივე მონათლეს და ქრისტიანული სარწმუნოებით აღზარდეს.


ეს ისტორიული მომენტია იმ ქვეყანაში, სადაც კათოლიკეები მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, ამ სარწმუნოებას აქ ღრმა ფესვები აქვს, რომლებიც XVI საუკუნეში წმინდა ფრანცისკე ქსავიერის მისიონერულ მოღვაწეობასა და იმ „ფარულ ქრისტიანებს“ უკავშირდება, რომლებმაც სარწმუნოება საუკუნეების მანძილზე, დევნის მიუხედავად, შეინარჩუნეს.


პრინცესა ნობუკოს ეს მშვიდი, თუმცა ძლიერი მაგალითი კათოლიკურ სულისკვეთებას იაპონური ტრადიციების გულში ამკვიდრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს ქრისტეს საყოველთაო მოწოდებას, რომელიც აღწევს ყველა კულტურასა თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page