top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ირაკლი კობახიძე პაპს შეხვდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის facebook-გვერდის ინფორმაციით, 24 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პაპ ლეონ XIV-ს შეხვდება.


ree

მათივე ინფორმაციით, "ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.


ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", – წერია სოციალურ გვერდზე.



Comments


bottom of page