top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესია სამწლიანი სინოდისთვის ემზადება



2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში წმინდა მამის, ფრანცისკეს წინამძღოლობით, საზეიმო წმინდა წირვით გაიხსნება სამწლიანი სინოდური გზა. იგი მოიცავს ეპარქიულ, კონტინენტალურ და საყოველთაო დონეებს და დასრულდება 2023 წელს, რომში გენერალური ასამბლეით.


“ერთი უსმენს სხვებს, სულიწმიდა კი უსმენს ყველას” – იმისათვის, რომ შეკრება იყოს კონკრეტული და ხილული, რომლისკენაც პაპმა ფრანცისკემ ეკლესიას თავისი პონტიფიკატის დასაწყისიდანვე მოუწოდა.


2023 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ეპისკოპოსთა სინოდი არა მხოლოდ ვატიკანში ჩატარდება, არამედ, ხუთ კონტინენტზე არსებულ ყველა ადგილობრივეკლესიაში.


სამწლიანი გზა დაიყოფა სამ ეტაპად: ეპარქიულ, კონტინენტალურ და საყოველთაო დონეებზე.


სინოდური გზა დამტკიცებულია პაპ ფრანცისკეს მიერ და მის შესახებ გვიყვება სინოდის გენერალური სამდივნოს მიერ მიღებული დოკუმენტი: “სინოდის მთლიანი პროცესი ნამდვილად განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ჩართული იქნებიან ადგილობრივი ეკლესიები. ადგილობრივი ეკლესიების ჩართულობა განხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ მასში ჩაერთვებიან ეკლესიის შიდა ორგანოები ანუ აღმოსავლური კათოლიკური ეკლესიები, ეკლესიის საბჭოები და სინოდები Sui iuris, ასევე ეპისკოპოსთა კონფერენციები ქვეყნების, რეგიონებისა და კონტინენტების დონეებზე”.


პირველად ისტორიაში, სინოდი გაიმართება დეცენტრალიზებული ხერხით. თარიღი ნიშანდობლივია და ემთხვევა სინოდის დაარსების 50 წლისთავს.


2015 წელს პაპმა ფრანცისკემ გამოხატა სურვილი მასში ჩართულიყვნენ საერო პირები, რელიგიური მწყემსები და რომის ეპისკოპოსი.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page