top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიამ ჭადრაკის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა

2022 წლის 16-17 ივნისს, ჭადრაკში პირველი ინტერრელიგიური შეჯიბრი გაიმართა. ჩემპიონატში 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, კათოლიკე ეკლესია.


ree

ჭადრაკის ჩემპიონატი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს საჭადრაკო ფედერაციის ორგანიზებითა ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი 12 კონფესიის წარმომადგენლებმა მიიღეს.


ჩემპიონატში კათოლიკე ეკლესია წარმოადგინეს: შოთა გიქოშვილმა (გუნდის კაპიტანი), ნათია აღლემაშვილმა, თორნიკე ლეჟავამ, პაატა ლეჟავამ, ნიკა მეტრეველმა და სესილი ლეჟავამ. წილისყრის შესაბამისად, მათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან მოუწიათ თამაში.


შვიდი ტურიდან კათოლიკეებმა 5 ქულის დაგროვება შეძლეს და 12 გუნდში მეხუთე ადგილი დაიკავეს.

ree

საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:

პირველი ადგილი – საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;

მეორე ადგილი – სახარების რწმენის ეკლესია;

მესამე ადგილი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.


გამარჯვებულ გუნდებს საპატიო ჯილდო გადაეცათ, დანარჩენი მონაწილეები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ.


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჭადრაკის ჩემპიონატს საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები დაიწყება.



catholic.ge

Comments


bottom of page