კათოლიკე ეკლესიაში კარდინალების სამი კატეგორია არსებობს
- catholic.ge
- 9 hours ago
- 1 min read
იცოდით, რომ კათოლიკურ ეკლესიაში კარდინალების სამი განსხვავებული კატეგორია არსებობს და თითოეულს თავისი უნიკალური როლი აქვს?

1. კარდინალი ეპისკოპოსები
ესენი არიან ყველაზე მაღალი რანგის კარდინალები, რომლებიც ხშირად იკავებენ უმნიშვნელოვანეს პოზიციებს ვატიკანში ან ხელმძღვანელობენ აღმოსავლური კათოლიკური ეკლესიების სამოციქულო სამწყსოებს: იყვნენ აღმოსავლური წესის პატრიარქები ან ეპისკოპოსები. მიუხედავად მათი მაღალი სტატუსისა, ჩვეულებრივ, ისინი არ მართავენ ადგილობრივ ეპარქიებს, არამედ პაპს ეხმარებიან ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.
2. კარდინალი მღვდლები
ეს არის ყველაზე დიდი ჯგუფი. სინამდვილეში, ისინი არიან ეპისკოპოსები, რომლებიც მართავენ ეპარქიებს მსოფლიოს მასშტაბით. მათი ტიტული „მღვდელი“ ისტორიულ კატეგორიაზე მიუთითებს, მაგრამ რეალურად მოქმედებენ ეპისკოპოსის უფლებამოსილებით.
3. კარდინალი დიაკვნები
ასეთი კარდინალები ხშირად მუშაობენ ვატიკანის დიკასტერიებში ანუ სამთავრობო უწყებებში. ისინი ეკლესიის მართვაში ადმინისტრაციულ დონეზე არიან ჩართულები. ათწლიანი მსახურების შემდეგ, ბევრი მათგანი კარდინალ მღვდლად გადაჰყავთ.
მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ყველა კატეგორიის კარდინალი ეკლესიის მაღალი სულიერი ლიდერია.
რაც შეეხება პაპის არჩევას, ამ პროცესში თანაბარი ხმის უფლება აქვთ ყველა კატეგორიის კარდინალს, მათი რანგის მიუხედავად, ვინც 80 წლამდე ასაკისაა.
Comments