top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში' - მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმი

კათოლიკე ეკლესიის ტრადიციული, ყოველწლიური სიმპოზიუმი "კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", 2024 წელს წმიდა ქეთევან დედოფლის მოწამეობის 400 წლისთავს მიეძღვნება.



2024 წლის 25-26 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი, სახელწოდებით, “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება;


სიმპოზიუმი ეძღვნება წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობის 400 წლისთავს.


წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ გამოიცემა კრებულის სახით.


კონფერენციის სამუშაო ენაა – ქართული, ინგლისური, იტალიური. 


რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა ონლაინ  ან ჩამოტვირთოთ.

სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადაა – 2024 წლის 10 აპრილი;

სტატიების გადმოგზავნის ბოლო ვადა – 2024 წლის 20 მაისი;


სტატიების  მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;


აუცილებელი მოთხოვნები:


მოხსენების რეგლამენტი - 12-15 წთ.

მოხსენების მოცულობა - 6-7 გვერდი;

გვერდის ფორმატი - А4გვერდის ველი - 2 სმ;

შრიფტი: ქართული - sylfean

ზომა - 12 ინგლისური / იტალიური - Times New Roman, ზომა - 12 ინტერვალი - 1 (Single)აბზაცი - 1 სმსათაური (Bold) ზომა 14

 

ტექსტის სტრუქტურა:

  • ავტორის გვარი, სახელი, აფილაცია, პირველ ხაზზე (Bold);

  • ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14;

  • მოკლე რეზიუმე ინგლისურ ენაზე;

  • ციტირება და ბიბლიოგრაფია - ჩიკაგოს სტილით;

შენიშვნა: არალათინური შრიფტით დამოწმებული წყაროები ბიბლიოგრაფიაში მიუთითეთ რომანიზაციის წესის მიხედვით ტრანსლიტერირებული ფორმით. ტრანსლიტერაციის წესებს გაეცნობით ბმულზე.


სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია.


bottom of page