top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კამილიელმა მონაზონმა, და ნოელმა საქართველოში მისია დაასრულა


წმინდა კამილოს ასულთა კონგრეგაციის წევრმა, მონაზონმა ნოელ ნონგანამ, ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველო დატოვა.


და ნოელი საქართველოში მისიაზე 2017 წლის 4 ივლისს ჩამოვიდა და მოღვაწეობდა გორის სამრევლოში. Catholic.ge–სთან ერთ–ერთ ინტერვიუში თქვა, რომ იტალიაში საკმაოდ დიდხანს მსახურობდა, ამიტომ, უნდოდა გამოცდილება სხვაგანაც შეეძინა:


„ვარ დასავლეთ აფრიკიდან, ბურკინა–ფასოდან. საქართველოში ჩამოვედი, რადგან ჩვენს დედა გენერალს ვთხოვე მისიაზე გაგზავნა. მინდოდა იტალიის გარდა, სხვაგანაც შემძლებოდა გამოცდილების შეძენა. გენერალმა ჩემი თხოვნა მიიღო“.


ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც საქართველოში მსახურებდა, მისი მისია ავადმყოფთა დახმარება იყო.


„ჩემი მისიაა, სნეულებს დახმარება აღმოვუჩინო, მოვინახულო, დავბანო და დავუმუშაო ჭრილობები“.


2022 წლის 5 ოქტომბერს, და ნოელმა საქართველოში მისია დაასრულა და იტალიაში გაემგზავრა.


ამჟამად, საქართველოში კამილიელთა ორდენის ორი მონაზონია: და კორინა და და ანსი. ისინი გორის წმინდა ოჯახის სამრევლოში მსახურებენ.

თაკო ფეიქრიშვილი


bottom of page