top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კაპუცინი ძმა ნესტორი

2025 წლის 5 ნოემბერს, ძმა ნესტორ საულ ვერ გონსალესი შეუერთდა ძმა მარეკ პრჟეჩევსკის კაპუცინთა მონასტერსა და სავარდის ღვთისმშობლის სამრევლოში, ახალციხეში.


ree

38 წლის ძმა ნესტორი წარმოშობით მექსიკიდანაა და შვიდი წელია მღვდლად მსახურებს. საქართველოში ჩამოსვლამდე, ის მსახურებდა სამრევლო მღვდლად, მისიონერად ეკვადორსა და ლათინური ამერიკის კაპუცინთა კონფერენციის მდივნად კოლუმბიაში.


იგი მთელი ცხოვრება ოცნებობდა გამხდარიყო მისიონერი და წასულიყო იქ, „სადაც არავის სურს წასვლა“ (როგორც ჩვენი გენერალური მინისტრი, მაურო იორი ამბობდა ხოლმე). დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ არავის სურს საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ენობრივი ბარიერი და მექსიკიდან შორს ყოფნა ძმა ნესტორისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის დაუფასებლობაც არ შეიძლება. ბოლო წლებში, ძმა ნესტორი, თავისი საკრებულოს თანამოძმეებთან ერთად, მსახურებდა კაპუცინ კლარელ დათა მონასტერში, მექსიკაში, სადაც, როგორც კაპუცინები, ამ დების 70-ზე მეტ მონასტერს ვემსახურებით.


ძმა ნესტორს ფილოსოფიის ხარისხი აქვს და განლაგებისა და კომპიუტერული გრაფიკის ექსპერტია.


2012 წელს მან გაიმარჯვა კაპუცინი ბერების საერთო განყოფილების ლოგოტიპის დიზაინის შესაქმნელად გამართულ კონკურსში. თუმცა, ახლა იგი ისევ ბავშვობის ასაკს დაუბრუნდა, ანუ მან უნდა ისწავლოს საუბარი და თვითგამოხატვა მისთვის უცნობ ენაზე.


ჯერჯერობით ჩვენს საკრებულოში ვსაუბრობთ და ვლოცულობთ ესპანურად, მაგრამ დილის ქებანისა და მწუხრის ლოცვაზე „მამაო ჩვენოს“ უკვე ქართულად წარმოვთქვამთ.


ძმა ნესტორმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო და, როგორც თავად ამბობს, ნელ-ნელა წინ მივიწევთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იმედის წელია, არამედ ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღმერთისთვის შესაძლებელია.

ძმა მარეკ პრჟეჩევსკი

ჟურნალი "საბა", 2026

Comments


bottom of page