top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კარდინალი მათეო ძუპი პაპის დავალებით უკრაინაში გაემგზავრა

წმინდა საყდრის ცნობით, 5-6 ივნისს ბოლონიის არქიეპისკოპოსი და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი, კარდინალი, მათეო ძუპი კიევს ეწვევა. პაპ ფრანცისკეს დავალებით მან „სიღრმისეულად უნდა მოუსმინოს უკრაინის ხელისუფლებას, სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლო გზების შესახებ“.


ვიზიტი მიზნად ისახავს განსაკუთრებულ სამშვიდობო მისიას. იერარქის განმარტებით, მისი მიზანია უკრაინის ხელისუფლებისგან მოისმინოს არსებული სამართლიანი მშვიდობისა და ადამიანთა ღირსების მხარდაჭერის შესაძლო გზების შესახებ, რაც დაეხმარება დაძაბულობის შემსუბუქებას.


„ომის კონტექსტში დიალოგის ერთადერთიმხარეები მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი პუტინი არიან. კარდინალ ძუპის მიზანი კი, უპირველეს ყოვლისა, ის არის, რომ შექმნას სასურველი ატმოსფერო, რომელიც ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს“, - განმარტა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page