top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘კარიტასის’ შეხვედრა მესხეთის დეკანატთან

13 მარტს, ახალციხის სამრევლოში საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოეწყო.


როგორც მმართველი ორგანოს წარმომადგენელი, შეხვედრას დაესწრო "კარიტასის" დამფუძნებელი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო. ასევე ‘კარიტასის’ აღმასრულებელი დირექტორი ანაჰით მხოიანი, ორგანიზაციის წარმომადგენლები და მესხეთში მოღვაწე სასულიერო პირები.

შეხვედრისას განხილული იყო „კარიტასის“ მსახურება მესხეთში, მიმდინარე და ახალი პროექტები, რომლებიც პასტორალურ და სოციალურ მუშაობას შეეხება.


„განვიხილეთ რა პროექტებზე ვმუშაობთ ერთობლივად, „შინ მოვლა“, ბავშვთა დღის ცენტრები და ა.შ. მოვუსმინეთ ერთმანეთს, გავიზიარეთ ერთმანეთის აზრები და თხოვნები. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო“, – ამბობს ვალის ეკლესიის წინამძღვარი მიხეილ სურმავა.


საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ კათოლიკური ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1994 წელს დაფუძნდა და დღემდე აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარული, სოციალური, ჯანმრთელობისა და განვითარების სფეროში. ორგანიზაცია არაერთ პროექტს ახორციელებს კათოლიკური თემით (და არა მხოლოდ) დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში.


catholic.ge

bottom of page