top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კიდევ ერთი ნაბიჯი მონაზონ ლუსიას ნეტარად შერაცხვისთვის

პორტუგალიელი მონაზვნის, და ლუსია დოს სანტოს წმინდანად შერაცხვის საქმე პაპმა ფრანცისკემ ერთი ნაბიჯით წინ წასწია. ეს არის მონაზონი, რომელიც 1917 წელს, ფატიმაში ღვთისმშობლის გამოცხადების მოწმე გახდა.



2023 წლის 22 ივნისს პაპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, წმინდა მამამ აღიარა მონაზონ ლუსიას „გმირული სათნოება“. მონაზონს მიენიჭე სტატუსი "venerable".


1907 წელს დაბადებული, ფატიმაში მცხოვრებიმონაზვნის ნეტარად შერაცხვის პროცესისთვის, აუცილებელია მისი შუამდგომლობით მოხდენილი სასწაულის დამტკიცება და შემდგომში მისი აღიარება.


ფატიმაში ღვთისმშობლის გამოცხადების მოწმე კიდევ ორი ბავშვი, ჟასინტა და ფრანჩისკუ პაპმა ფრანცისკემ წმინდანებად 2017 წელს შერაცხა. ისინი 10 და 11 წლის ასაკში დაიღუპნენ და ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არამოწამე წმინდანები არიან.


ლუსიამ, რომელიც 1917 წელს, ღვთისმშობლის გამოცხადებისას10 წლის იყო, 97 წლამდე იცოცხლა და 2005 წელს გარდაიცვალა.


ცხოვრების ბოლო 50 წელი მანკარმელიტების მონასტერში,კოიმბრაში, პორტუგალიაში გაატარა. და ლუსია ისერთადერთი ბავშვი იყო, რომელიც ქალწულ მარიამს გამოცხადებების დროს ესაუბრებოდა. მისმა წერილობითმა მემუარებმა ფატიმას გზავნილის მნიშვნელოვანი ცნობა მოგვაწოდა.


ლუსიას კანონიზაციის საქმე 2008 წელს დაიწყო, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ. მისი საქმეზე, ეპარქიის დონეზე, 15 000-ზე მეტი წერილი, ჩვენება და სხვა დოკუმენტი შეიკრიბა,რომლის მოგროვებაც 2017 წელსდასრულდა.


ქალაქ ფატიმაში ჩასვლას პაპი ფრანცისკე გეგმავს 2023 წლის ზაფხულში გეგმავს, როდესაც იგი ახალგაზრდობის მსოფლიო დღისთვის პორტუგალიაში გაემგზავრება. ცნობილია, რომ პაპი 5 აგვისტოს დილას გაატარებს ფატიმას ღვთისმშობლის სალოცავში, ლისაბონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 75 მილის დაშორებით, სადაც „სავარდზე“ ილოცებს ავადმყოფ ახალგაზრდებთან ერთად.


გარდა და ლუსიასი, წმინდანთა საქმეების ვატიკანის დიკასტერის განკარგულებით, პაპმა ფრანცისკემ ასევე დაამტკიცა 1936 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს მანუელ გონსალეს-სერნა როდრიგესის და 19 თანამგზავრის მოწამეობრივი სიკვდილი.


გარდა ამისა, პაპმა აღიარა ღვთის ოთხი სხვა მსახურის გმირული სათნოება, მათ შორის დედა მერი ლანგე (1789–1882), რომელიც კუბიდან შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა და პირველი აფრო-ამერიკული რელიგიური კრება დააარსა.


ამავე განკარგულებით, ბრაზილიელ არქიეპისკოპოსსანტონიო დე ალმეიდა ლუსტოზას (1886–1974), იტალიელ ფრანცისკანელ მამა ანტონიო პაგანის (1526–1589) და იტალიელ და ანა კანტალუპოს (1888–1983) მიენიჭათ ტიტული „venerable“.


Catholic.ge














bottom of page