top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'კომუნიკაციის საშუალებები გვაქვს, მაგრამ ბოროტად ვიყენებთ' – პაპი


რომში, 8–9 ნოემბერს პაპის ენციკლიკის “Frateli Tutti” გამოქვეყნებისწლისთავი აღინიშნება. მას ორგანიზებას La Civita Cattoilca, ვაშინგტონის, იეზუიტთა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უწევს.



ინიციატივასთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ გამოხატა კმაყოფილება და აღნიშნა, რომ ინიციატივა აერთიანებს ორსაუკუნოვან ინსტიტუციას, ესენია იესოს საკრებულოს ისტორიის ორი თარიღი: 1789 და 1850. ორივე ეხება უნივერსიტეტს.


“ჩვენი სამყარო მჭიდრო დაკავშირებულია კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებთან, მაგრამ ამის მიუხედავად, არც ვუსმენთ და არ გვესმის ამ ყველაფრის. ამიტომ უნდა აღზარდოთ ახალგაზრდები მეორე ადამიანის მიმართ პატივისცემაში და დიალოგის მზაობაში”, – წერსწმინდა მამა კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი მოახლოებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთათვის წერილში. კონფერენციაჩატარდება რომში La Civita Cattolica–ს ორგანიზებით.


პაპმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს: “დიალოგი არის ადამიანის ავთენტური გამოხატულება, რომლის გზაც გადის მოთმინებაზე, რათა გამოიმუშაოს თანამშრომლობის კონკურენცია. ეს არის მომავლის შენების ერთადერთი გზა”, – აღნიშნა პაპმა.


მანორივე ინსტიტუციას მოუწოდა, რომ გახდნენ ადამიანთაშორის ძმობის მჭედელნი: “აიძულეთ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები და გარემო გაერთიანდნენ, გაამდიდრონ ერთმანეთი და ისწავლონ ერთმანეთისგან, თუნდაც ეს თავდაპირველად კონფლიქტთან და უნდობლობასთან იყოს დაკავშირებული“. - ვკითხულობთ წერილში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page