top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კონკურსი დაუცველი თემების მხარდასაჭერად - 50 000 ევრო



ქვეყანაში დაუცველი თემების მხარდაჭერის, კონკრეტული დასახლებებისა და თემების განვითარებისათვის 50 000 ევროს ფარგლებში კონკურსი ცხადდება. ფრანცისკე ასიზელისა და კარლო აკუტისის სახელობის პრემიის მისაღებად, პროექტის გაგზავნა ყველა მსურველს შეუძლია.


პაპ ფრანცისკეს გამოწვევის საპასუხოდ, საერთო ძმური სულისკვეთებით ეკონომიკის განახლების საკითხში, იტალიაში, ასიზის ეპარქიების, ნოჩერა–უმბრას, გუალდო–ტადინოსა და წმინდა ფრანცისკეს, მიწიერი სიკეთეების უარმყოფელის ფრანცისკანელთა საწმინდარის ინიციატივით, ფრანცისკე ასიზელისა და კარლო აკუტისის სახელობის ყოველწლიური პრემია დაარსდა, იგი „ძმურ ეკონომიკას“ გულისხმობს.


იდეები უნდა მოიცავდეს ქვეყანაში დაუცველი თემების მხარდაჭერას ან კონკრეტული დასახლებებისა და თემების განვითარებას.


2022 წლის საკონკურსო შერჩევა ივნისში დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგორც კერძო პირს,ასევე ორგანიზაციებს, მათ შორის,სამოციქულო ნუნციატურებს, ეპისკოპოსთა კონფერენციებსა და ბერ–მონაზონთა კონგრეგაციებს.


კონკურსის მიზანია – ეკონომიკის განახლების ხელშეწყობა ყველა ხალხის საყოველთაო ძმობის ნიშნით, ყველაზე მოკრძალებული და უმწეო ადამიანების მხარდასაჭერად.


პრემია გადაეცემა საუკეთესო პროექტის ავტორს (ავტორებს), ვადა 31 ოქტომბრამდეა. უპირატესობა მიენიჭება 35 წლამდე ავტორებს.


გამარჯვებული მიიღებს 50 000 ევროსა და სიმბოლურ მოსასხამს, რომლითაც ეპისკოპოსმა გვიდომ შემოსა წმინდა ფრანცისკე, რომელმაც შიშველმა, საჯაროდ უარი თქვა მიწიერ სიკეთეებზე.


კონკურსის პირველი ლაურეატი ფრანცისკანელთა დაქვემდებარებაში არსებული, სერაფიტული ინსტიტუტი, ასიზში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გახდა.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის გასაგზავნათ ეწვიეთ საიტს: www.francescoassisicarloacutisaward.com


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page