ლიტურგიულ კალენდარში ახალი მოხსენიება დაემატა
- catholic.ge

- 11 minutes ago
- 1 min read
პაპ ლეონ XIV-ის გადაწყვეტილებით, წმიდა ჯონ ჰენრი ნიუმენის, მღვდლისა და ეკლესიის მოძღვრის მოხსენიება, რომაულ საერთო ლიტურგიულ კალენდარში შეიტანეს. მისი მოხსენიების დღე 9 ოქტომბერი იქნება.

ღვთისმსახურებისა და საიდუმლოთა დისციპლინის დიკასტერიის მიერ გამოცემულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ “ღვთის მადლით წმიდა ჯონ ჰენრი ნიუმენმა კათოლიკე ეკლესიაში მშვიდობა ჰპოვა. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაუღალავად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მისიას: ინტელექტუალური კვლევებით, ქადაგებებითა და სწავლებებით, ასევე ღარიბებისა და გაჭირვებულებიადმი მსახურებით. ამიტომ, წმიდა ჯონ ჰენრი ნიუმენი, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში ეკლესიის მანათობელ ვარსკვლავად იყო აღიარებული, სამართლიანად შეიძლება შევიდეს საერთო რომაულ ლიტურგიულ კალენდარში და ჩაეწეროს სხვა წმიდა დოქტორებს შორის”, - ნათქვამია დადგენილებაში.
2025 წლის 1–ელ ნოემბერს, პაპმა ლეონ XIV-მ, აღმზრდელთა და მასწავლებელთა მსოფლიო იუბილეს ფარგლებში აღვლენილი ლიტურგიის დროს, წმინდა ჯონ ჰენრი ნიუმენი ეკლესიის დოქტორად გამოაცხადა. წმინდა მამამ გაიხსენა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი და ანგლიკანიზმიდან კათოლიციზმზე მოქცეული წმინდანი ამიერიდან აღმზრდელობით პროცესში ჩართული ყველა პირის თანამფარველი იქნება.

კონდაკში დაემატება წმინდანისთვის შესაბამისი ლოცვები, ასევე ლიტურგიის დროს სპეციალურად მისი მოხსენიებისთვის განსაზღვრული იქნება საკითხავები. ლოცვის წიგნებში დაემატება სპეციალური ლოცვები და ტექსტები.
შოთა გიქოშვილი








Comments