top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მად–ის მსგავსად, რომში ბავშვთა მსოფლიო დღე გაიმართება

რომში კათოლიკე ბავშვების შეხვედრის პირველი მსოფლიო დღე დაიგეგმა. პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, ბავშვთა მსოფლიო დღე 2024 წლის მაისში გაიმართება.



 ახალგაზრდების მსოფლიო დღის მსგავსად, ბავშვთა მსოფლიო დღეც, რომში, 2024 წლის 25-26 მაისს ჩატარდება.

 

“როგორი მსოფლიო გვსურს დავუტოვოთ ბავშვებს, რომლებიც იესოს მსგავსად იზრდებიან? მოდით, ბავშვები დავაყენოთ ცენტრში და ვიზრუნოთ მათზე”, - თქვა პაპმა.

 

ინიციატივის ორგანიზების პასუხისმგებლობა დაეკისრა ვატიკანის კულტურისა და განათლების დეპარტამენტს. ამ სპეციალური დღის ჩატარების იდეა სრულად მიეძღვნებათ ბავშვებს.

 

ინიციატივა წმინდა მამას ივლისში, ვატიკანის მედიის პოდკასტის “Popecast”–ის მიმდინარეობის დროს, 9 წლის ალესანდრომ მიაწოდა.

“ძალიან მომეწონა ეს შესანიშნავი იდეა. ვნახოთ ამ საქმიდან რა გამოვა”, - აღნიშნა წმინდა მამამ ივლისში.

 

წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page