top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მადრიდის რეალი’ გამარჯვებას ღვთისმშობელს უძღვნის



28 მაისს, „მადრიდის რეალის“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ლიგის – La Liga – ს გამარჯვების თასი ალმუდენას ღვთისმშობელს შესწირეს, რომელიც ესპანეთის დედაქალაქის მფარველია.


პარიზში ფეხბურთელებმამეთოთხმეტედ მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგის თასი.


მადრიდის რეალის კლუბის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბის წევრებთან და ხელმძღვანელობასთან ერთად, ესპანეთის დროით 18:15 საათზე ალმუდენას ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. მათ მადრიდის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა კარლოს ოსორომ უმასპინძლა. კლუბმა ორივე მოგებული თასი (ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა) მადრიდის მფარველს “Santa Maria-la-real-de- la-almudena”-ს შესწირეს.


კარდინალმა ოსორომ დიდი სიხარულითა მიიღო ფეხბურთელები და განუცხადა: “ეს არის სტიმული იმისა, რომ თქვენი გზა სხვებს გაუზიაროთ, გვერდით დაუდგეთ ერთმანეთს წარმატების ძიებაში”. კარდინალმა მადლობა გადაუხადა მათ იმისათვის, რომ ესპანეთის დედაქალაქის სახელი მსოფლიოს ყველა კუთხეში ცნობილი გახდა, ისე, როგორც ამას წმინდა ისიდორე აკეთებდა.


„მადრიდის რეალის“ კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა არქიეპისკოპოსის მიმართ გამოხატა მადლიერება, რადგანმან მადრიდელებისთვის ასეთ სასიხარულო დღეს, გუნდს საკათედრო ტაძარში უმასპინძლა. გუნდმა გულშემატკივრებს დაუვიწყარი საფეხბურთო სეზონი აჩუქა.


ყოფილმა ფეხბურთელმა და კლუბის ინსტიტუტებთან ურთიერთობების სამსახურის დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენმა წაიკითხა სავედრებელი ლოცვები. მათშორის ერთ–ერთი იყო ყველა სპორტსმენისათვის, ხოლო მეორე, მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ყველამ შეიგრძნოს ქალწული მარიამის დედობრივი ზრუნვა თავის თავზე.


“მადრიდის რეალს”, რომელიც ცნობილია ღვთისმშობლისადმი ერთგულებით, მსგავსი რამ არაერთხელ გაუკეთებია.


წყარო: www.shalomworld.org


შოთა გიქოშვილი

bottom of page