top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მაინმარი - ყველასგან მივიწყებული კონფლიქტი

მაინმარში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს, სამოქალაქო კონფლიქტმა სულ უფრო სასტიკი სახე მიიღო. დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დაზიანდა ათობით ტაძარი, ხოლო ასობით მღვდელი და ბერ-მონაზონი იძულებულია ქვეყნიდან გაიქცეს.

სამოქალაქო ომი, რომელმაც ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, არც ეკლესიას ზოგავს. მხოლოდ ლოკოს ეპარქიაში სამრევლოთა ნახევარზე მეტი დაზარალდა, დაინგრა მონასტრები, განადგურდა კულტურული შენობა - ნაგებობები. მღვდელმსახურები და ბერ-მონაზვნები იძულებული არიან სოფლებს შეაფარონ თავი ან მთებში გაიხიზნონ, რომ სროლებს თავი აარიდონ. ისინი ცდილობენ მორწმუნეები საიდუმლოებების მიღებისა და სულიერი მხარდაჭერის გარეშე არ დატოვონ.


განაპირა რეგიონებში, დევნილთა ბანაკებში მღვდლები და ბერ-მონაზვნები ზრუნავენ მამაკაცებზე, ქალებსა და ბავშვებზე, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. ისინი დევნილებს არა მხოლოდ პირველადი ნივთებით უზრუნველყოფენ, არამედ ლოცულობენ და აღზრდა - სწავლებითაც არიან დაკავებული. ასევე არსებობს ბერ-მონაზვნების მიერ ორგანიზებული მოსმენისა და მხარდაჭერის ცენტრები.


პაპი ფრანცისკე არ წყვეტს ლოცვას მაინმარში მიმდინარე საომარი კონფლიქტის მოგვარებისა და დაზარალებული ხალხისათვის.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page