top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

„მამობრივ გულს“ - ნაზი და მოსიყვარულე მამა


პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „Patris corde“ ეძღვნება წმინდა იოსების, საყოველთაო ეკლესიიმფარველად გამოცხადების 150 წლისთავს.


თავი II

ნაზი და მოსიყვარულე მამა


იოსები ხედავდა თუ როგორ იზრდებოდა და მტკიცდებოდა იესო ღმერთისა და მოყვასის სიყვარულში (ლუკ.2. 52). როგორც ღმერთი ექცეოდა ისრაელიანებს, ასე ექცეოდა იოსები იესოს. მან ასწავლა იესოს სიარული ხელჩაკიდებულმა. იგი მისთვის იყო მამა, რომელიც გულში იხუტებდა შვილს, იხრებოდა მის წინაშე და კვებავდა (ოსია.11.3-4).


იესომ, იოსებში დაინახა ღმერთის ნაზი სიყვარული: „როგორც მამა შეიწყნარებს თავის შვილებს, ისე შეიწყნარა უფალმა თავისი მოშიშნი“(ფს.102.13).


იოსებს სინაგოგაში ლოცვისას არაერთხელ მოუსმენია, რომ ღმერთი არის ისრაელის ღმერთი, იგი არის სიყვარულის ღმერთი და რომ კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე (ფს.144.9).


ხსნის ისტორია იქმნება ჩვენი სისუსტეების მეშვეობით „ზე იმედში“ (რომ.4.18). ხშირად ვფიქრობთ, რომ ღმერთი ჩვენში მოქმედებს მხოლოდ ჩვენი დადებითი მხრიდან, თუმცაღა ღმერთის გეგმები ვლინდება ხშირად ჩვენს სისუსტეებში. ზუსტად ამიტომ, წმინდა პავლე ამბობს: „თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი. მომიგო: შენთვის საკმარისია ჩემი მადლი, ვინაიდან ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადნი ჩემს უძლურებაში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში“.(2კორ.12.7-9).


იმდენად, რამდენადაც ეს არის სრული ცხონების შენების ერთი ნაწილი, ჩვენი სისუსტეების დანახვა ნაზი გულმოწყალების მხრიდან.


ბოროტი გვაიძულებს ჩვენი სისუსტეების დანახვასა და მათ განსჯას, მაშინ, როცა სულს ჩვენი სისუსტეები გამოჰყავს დღის სინათლეზე ნაზი სიყვარულით. სინაზე არის საუკეთესო მეთოდი საკუთარის სისუსტეებისადმი შეხებისა. მაშინ, როცა თითს სხვებისკენ ვიშვერთ და განვსჯით მათ უძლურებას, ეს არის ნიშანი იმისა, რომ არ ძალგვიძს საკუთარის დანახვა. მხოლოდ სინაზეს შეუძლია გვიხსნას ბრალმდებელის ბადისაგან (გამოცხ. 12.10).


აი, რატომ არის საჭირო ღვთის გულმოწყალებას შევხვდეთ, განსაკუთრებით კი მონანიების საიდუმლოში, სადაც განვიცდით მის ჭეშმარიტ სინაზეს.


პარადოქსულია, მაგრამ ხანდახან ბოროტიც გვეუბნება სიმართლეს, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ განგვიკითხოს. ვიცით, რომ ღვთის გულმოწყალება არ განგვსჯის, არამედ გვიხუტებს, მხარს გვიჭერს და გვპატიებს. ამ ჭეშმარიტებას კი იესო გადმოგვცემს გულმოწყალე მამის იგავში. (ლუკ.15.11-32). ღმერთი გამოდის ჩვენთან შესახვედრად, აღადგენს ჩვენს ღირსებას, წამოგვაყენებს ფეხზე და გვახარებს. როგორც ამ იგავში ამბობს მამა: „ეს ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“.(იხ.24).

იოსების შიშების მიუხედავად, ღმერთის გეგმა, მისი ნება მოქმედებდა ამ ისტორიაში.


ამ ხერხით წმინდა იოსები გვაჩვენებს, რომ მიუხედავად ჩვენი სისუსტეებისა, შიშებისა და უძლურებებისა, ღმერთი მოქმედებს ჩვენში და ჩვენით. იგი ასევე გვასწავლის იმას, რომ ჩვენი ცხოვრებისეული განცდების მიუხედავად, არ უნდა შეგვეშინდეს ღმერთს მივცეთ საშუალება მართოს ჩვენი ცხოვრებისეული კურსი. ხშირად გვსურს სრული კონტროლი დავამყაროთ საკუთარ თავზე, მაგრამ ღმერთი უფრო ფართოდ ხედავს სურათს.

თარგმანი: შოთა გიქოშვილი

ამავე გზავნილის შესახებ:


bottom of page