top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მარიამის ლეგიონის’ საერთო შეხვედრა სომხეთში

22–24 სექტემბერს, სომხეთში ქალაქ ერევანში ხიზაბავრის სამრევლოს მოძღვარი და წევრები „მარიამის ლეგიონის“ საერთო შეხვედრას დაესწრნენ.


შეხვედრის თემა ევანგელიზაციის პროცესში მრევლის ჩართულობა იყო. ხიზაბავრიდან ლეგიონის შეხვედრაზე მოძღვარი მამა მერაბ ტატალაშვილი, დიაკვანი ჯემალ დათაშვილი და კატეხისტი იმყოფებოდნენ.


„მარიამის ლეგიონი ხიზაბავრაში რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა. ამიტომ სომხეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოდან ჩვენც დაგვპატიჟეს. ორგანიზატორის, სომეხი კათოლიკე მღვდლის, მამა იოსების თხოვნით, მე წმ. წირვა აღვავლინე და ასევე ვისაუბრე თემაზე ხალხის/მრევლის მსახურება ეკლესიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – ამბობს მამა მერაბ ტატალაშვილი.


„მარიამის ლეგიონი“ 1921 წელს, დუბლინში, ფრანკ დუფის მიერ (†1980) დაარსებული საეროთა ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ადამიანის პიროვნული განწმენდა და მოციქულობაა.


დღეს ორგანიზაცია მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.


პიუს XI-მ, პიუს XII-მ და იოანე XXIII-მ მნიშვნელოვანი შეფასება მისცეს მის საქმიანობას.

ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა ლეგიონის საბჭო (Concilium Legionis), რომელსაც ექვემდებარება სენატი, კომიტეტები, კურიები და დირექტორები.


ლეგიონის ფარგლებში ცალკეული ჯგუფი ყოველკვირეულად იკრიბება ლოცულობს და სასულიერო საკითხავს ეცნობა.


თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page