მარიამის წმინდა სახელი - მოხსენიება
- catholic.ge

- Sep 12, 2022
- 1 min read
Updated: Sep 12

მარიამის ყოვლადწმიდა სახელის თაყვანისცემა მიმართულია ღვთისმშობლის სიყვარულისკენ, მისი ძისა და თითოეული შვილის მიმართ, რომლებიც მარიამს თავად იესომ მიანდო სიკვდილის წინ: „დედაკაცო, აჰა შენი ძე... აჰა დედაშენი“ ( იოანე 19:27).
ეს თაყვანისცემა მთელს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში ვრცელდებოდა და პაპები მას ამდიდრებდნენ ინდულგენციებით, რომელიც XII საუკუნეში გამოჩნდა, რათა გაეძლიერებინათ კულტი, რომელიც იესოს დედას უკავშირდება.
1513 წლის 15 სექტემბერს, პაპმა იულიუს XII-მ ესპანეთში, კუენკას ეპარქიას მარიამის სახელის პატივსაცემად დღესასწაული უძღვნა. წმიდა პიუს V-მ კი იგი გააუქმა.
ამის შემდეგ, პაპმა სიქსტიუს V-მ აღადგინა იგი და 1671 წელს, პაპ კლიმენტი X-ს ინიციატივით, დღესასწაული მთელს ესპანეთში გავრცელდა.
1683 წელს, პოლონეთის მეფის, იან სობესკის თურქებზე გამარჯვების შემდეგ, პაპ ინოკენტი XI-ს კურთხევით, მარიამის სახელის დღესასწაული გავრცელდა მთელს ეკლესიაში და მოხსენიების დღედ განისაზღვრა 12 სექტემბერი.
წმინდა ბერნარდოს ჰიმნი:
თუ საცდურის ქარი ამოვარდება,
თუ შეეფეთებით მწუხარების ქვებს,
შეხედეთ ვარსკვლავს, მოუხმეთ მარიამს.
თუ სიამაყის ტალღები, ზიზღი და შური გეხეთქებათ,
შეხედეთ ვარსკვლავს, მოუხმეთ მარიამს.
თუ რისხვის, შურის ან ხორცის საცდური არხევს თქვენი სულის ხომალდს,
მოუხმეთ მარიამს.
თუ გმუსრავთ ცოდვის საშინელება,
დაბნეულობა სინდისის სიზარმაცის გამო,
განკითხვით ხარ შეშინებული,
თუ გშთანთქავთ სევდის უფსკრული და უძირო სევდა,
იფიქრეთ მარიამზე.
ხიფათისას, განგაშისას, გაურკვევლობისას,
იფიქრეთ მარიამზე, მოუხმეთ მას.
ის არასდროს მიატოვებს თქვენს ბაგეებს,
არასდროს მიატოვებს თქვენს გულებს,
რათა შევძლოთ დახმარების მიღება მისდამი ლოცვებში,
არასდროს დავივიწყებ მისი ცხოვრების მაგალითს.
თუ მის ნაკვალევს მიჰყვებით, გზიდან არასოდეს არ აცდებით,
თუ ლოცულობთ მისდამი, იმედი არ გაგიცრუვდებათ,
თუ ფიქრობთ მასზე, ვერ შეძლებთ შეცდომას,
თუ ის თქვენ გვერდით იქნება, არასდროს დაეცემით,
თუ ის დაგიცავთ, ნუ შეგეშინდებათ,
თუ ის გატარებთ, არასდროს დაიღლებით,
თუ ის თქვენ მიმართ დიდსულოვანი იქნება,
მიაღწევთ თქვენს მიზანს.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი









Comments