top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მგლოვიარე ქალწული მარიამის მოხსენიება - 15 სექტემბერი


Mater Dolorosa ანუ „მწუხარე დედის“ მოხსენიება მე –11 საუკუნიდან იღებს სათავეს და იმ პერიოდში განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.


1814 წელს კი, რომის პაპმა პიუს VII– მ 15 სექტემბერს, წმინდა ჯვრის ამაღლების მეორე დღეს, დააწესა და რომაულ ლიტურგიკულ კალენდარში აღნიშნა „მწუხარე ნეტარი ქალწული მარიამის“ მოხსენიება.


ამ პატივის მიგების მოწმობაა Stabat Mater, რომელიც მიეკუთვნება იაკოპონ და თოდის (1230-1306), მან შეადგინა "ლაუდი".


XV საუკუნეში ჩვენ ვხვდებით პირველ ლიტურგიკულ დღესასწაულებს მგლოვიარე მარიამზე, რომელიც ჯვრის ქვეშ "დგას".


არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1233 წელს დაფუძნდა ორდენი "მარიამის მსახურები", რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მგლოვიარე ქალწულის კულტის გავრცელებაში. 1668 წელს მათ საშუალება მიეცათ აღენიშნათ საეკლესიო მსახურება.


მარიამის შვიდი მწუხარება. 1692 წელს, პაპმა ინოკენტი XII– ის ნებართვით ეს დღე აღინიშნებოდა სექტემბრის მესამე კვირას, თუმცა 1714 წლის 18 აგვისტოს, დღესასწაული ბზობის კვირის წინა პარასკევს გადაიტანეს.


1814 წლის 18 სექტემბერს, პიუს VII– მ გაავრცელა საეკლესიო დღესასწაული მთელს ეკლესიაზე და დააბრუნა იგი სექტემბრის მესამე კვირას.


პიუს X-მ (+1914) დადგინებით 15 სექტემბერი აღარ მოიხსენიებოდა "შვიდი მწუხარების" სახელწოდებით, არამედ იგი მოიხსენიებოდა "მგლოვიარე ქალწული მარიამის“ სახელით.

იდგნენ იესოს ჯვართან: დედამისი, დედამისის და - მარიამ კლეოპასი - და მარიამ მაგდალელი. იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: „ქალო, აჰა, შენი ძე!“ მერე მოწაფეს ეუბნება: „აჰა, დედაშენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი. (იოანე 19.25–27)


მარიამის დანახვისას, იესო თავის დედას მიანდობს საყვარელ მოწაფეს. ეს არის იესოს ერთგვარი ბოლო განწყობა. ეს მარიამს მოწაფის დედად აქცევს და მოწაფეს შვილად აქცევს: "იგი გვერდით დაუდგა მას თავის საქმეებში", ანუ მის სიღრმეში, იმაში, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს. იესო არ ტოვებს დედას მარტო, ის მას მიანდობს საყვარელ მოწაფეს, რომელიც მას ბოლომდე გაჰყვა.


ეს არის იგივე სახელი, რომელიც გამოიყენება კანაში, თითქოსდა ორი სცენის დასაკავშირებლად: კანაში, მისი ჟამი ჯერ არ იყო მოსული. ჯვარზე, კი ჯვარი ხდება რეალობა იმისა, რაც გამოვლინდა კანაში. ამ სიტყვაში – დედაკაცი იესო აღნიშნავს ევას: "დედაკაცი ერქვას მას". (დაბ. 2:23): მარიამ არის ახალი ევა.


იესომ დედა ჩააბარა მოწაფეს. ამ მოწაფეში, ტრადიციის თანახმად მინდობილია მთელი ეკლესია. მარიამი მინდობილია ეკლესიას, ხოლო ეკლესია მიენდო მარიამს, უფლის დედას და თავისი ძის პირველ მოწაფეს.


catholic.ge


bottom of page