top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მისიონერი, რომელმაც მშვიდობის ქალაქი დააარსა, ნობელის პრემიის ლაურეატია


ანტანანარივუში, მადაგასკარის დედაქალაქში, ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში, წარდგენილია მისიონერი და მშვიდობის ქალაქის დამაარსებელი, მამა პედრო ოპეკა.

იგი 2019 წელს პაპმა მადაგასკარზე ვიზიტის დროს მოინახულა.


მამა პედრო ოპეკა 72 წლის არგენტინელი მღვდელია. მან 1989 წელს დააარსა ასოციაცია აკამოსა, როგორც ღარიბთა შორის უფრო ღარიბების დახმარებისა და სოლიდარობის მოძრაობა. ასეთი ადამიანები ცხოვრობენ ანტანანარივუს, მადაგასკარის დედაქალაქის გარე უბნებში ნაგავსაყრელებზე.


ყველაზე ცუდ პირობებში მცხოვრები ხალხის დახმარებისათვის, სლოვენიის პრემიერ–მინისტრმა, იანეს იანშამ იგი მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიაზე, წარადგინა.


მამა პედრო ოპეკა დაიბადა არგენტინაში, ბუენოს აირესში 1948 წელს. მისი მშობლები იუგოსლავიის კომუნისტურ რეჟიმს გამოქცეული სლოვენიელი ლტოლვილები იყვნენ. 18 წლის ასაკში ოპეკა არგენტინაში, სან მიგელში, წმინდა ვინსენტ დე პაოლის მისიონერების კონგრეგაციის სასულიერო სემინარიაში შევიდა.


იგი სლოვენიაში ფილოსოფიას დაეუფლა, ხოლო საფრანგეთში თეოლოგიას. შემდგომ ორი წლით წარგზავნილი იყო მისიაში მადაგასკარზე. 1975 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად, ლუხანის ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკაში არგენტინაში (ბუენოს აირესი) და 1976 წელს დაბრუნდა მადაგასკარზე, სადაც რჩება დღემდე.


მამა პედრო ხედავდა რა ანტანანარივუს გარე უბნებში მცხოვრები ხალხის სიღარიბეს, უპირველეს ყოვლისა კი ნაგავსაყრელზე მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც მუყაოს ყუთებში ცხოვრობდნენ და ცხოველებთან ერთად ჭამდნენ საჭმელს, გადაწყვიტა რამე გაეკეთებინა ღარიბთათვის.


აკამოსას (აკამოსა– რაც ნიშნავს „კარგ მეგობარს“) ასოციცაციის მეშვეობით, მან საზღვარგარეთიდან მიღებული დახმარებითა და მადაგასკარელი ხალხის თანადგომით, დააარსა სოფელი, სასადილოები, მცირე საწარმოები და საავადმყოფოც კი. ასოციაციამ 4000–ზე მეტ უსახლკარო ოჯახს გადასცა აგურით ნაშენი სახლები, 13 000 ბავშვსა და ახალგაზრდას დაეხმარა განათლების მიღებაში.


კოვიდ პანდემიის პერიოდში, მამა ოპეკა უფრო მეტი ძალისხმევით ეხმარებოდა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც უფრო გაღარიბდნენ კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო. „სიტუაცია უფრო გართულებულია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, არ გვაქვს, არც ბრინჯი, არც წყალი“, – განაცხადა მისიონერმა 2020 წელს, „რადიო ვატკიკანთან“ საუბრისას.


მამა ოპეკამ მადლობა გადაუხადა პაპ ფრანცისკეს, რომელმაც თავის მხრივ მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, პანდემიის პერიოდში ჩამოეწერათ ღარიბი ქვეყნებისათვის საგარეო ვალები. პაპმა მეგობრობის ქალაქ აკამოსაში სტუმრობისას თქვა: „სიღარიბე არ არის სასიკვდილო განაჩენი“.


წყარო: www.fides.org


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

bottom of page