მოდელი და 'მის ბრაზილია', რომელიც მონაზონი გახდა
- catholic.ge

- 6 hours ago
- 2 min read
კამილა როდრიგეს კარდოსოს ისტორია სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა სამი წლის წინ, როდესაც „ლამაზმა მონაზონმა“ ბრაზილიის ერთ-ერთ უბანში კარდაკარ სიარული დაიწყო და ყიდდა კრიალოსნებს, ჯვრებსა სხვა რელიგიურ ნივთებს, რათა თანხა შეეგროვებინა იმ მონასტრის ასაშენებლად, სადაც ახლა ცხოვრობს. მისი შთამბეჭდავი სილამაზემ ბევრს ხიბლავდა და აკვირვებდა, რომ კამილა თავმდაბლობით სთხოვდა მრევლს დახმარებას.

კამილა როდიგეს კარდოსო დაიბადა ბრაზილიაში პატოს დე მინას შტატში. იგი ადრეულ ასაკშივე შევიდა მოდის სამყაროში. რვა წლისა მონაწილეობდა ადგილობრივი ბრენდების მოდის ჩვენებებსა და ფოტოსესიებში. 16 წლის ასაკში, მეგობრების წახალისებით, მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში „ Miss Continente Teen Sol Naciente“, რომლის გამარჯვებულიც გახდა.
მას საკმაოდ პერსპექტიული კარიერა ელოდა, თუმცა ცხრა წლის ასაკში მამის გარდაცვალებამ მასზე ღრმა კვალი დატოვა. „მოდელების სააგენტომ და კონკურსებმა ეს სიცარიელე ვერ შემივსო. დედაჩემი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, მაგრამ რაღაც უფრო სწორედ, ვიღაც მაკლდა“, - იხსენებს მონაზონი.
18 წლის ასაკში (ის ახლა 21 წლისაა), კამილამ, რომლის საეკლესიო სახელიც მონაზონი ევაა, მიატოვა პერსპექტიული სამოდელო კარიერა და მონაზვნად ეკურთხა.
„წმიდა წირვებში მონაწილეობის მიღება დავიწყე და სიღრმისეული სიმშვიდე ვპოვე სულში, გულსა და გრძნობებში. ერთ-ერთ წმიდა წირვაზე დედა რენატა იმყოფებოდა, რომელთან შეხვედრამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ვხედავდი როგორ მოძრაობდა და ვფიქრობდი, რა დიდებული ადამიანი იყო. მაოცებდა სამონაზვნო მოწოდება და დავწიყე მათი ცხოვრებისადმი თვალყურის დევნება. ნელ-ნელა მეც დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ ღმერთი მიხმობდა ახალი სილამაზეების საზიარებლად და რომ ცხოვრება უნდა მიმძღვენა მსახურებისთვის.
18 წლის ასაკში დავტოვე მოდის სამყარო და შევედი მონასტერში. Sancta Dei Genetrix - ის (წმიდა ღვთისმშობლის) კონგრეგაციაში ბრაზილიაში, ორწლიანი დროებითი სამონაზვო აღთქმების შემდეგ, მუდმივი აღთქმები დავდე და სამონაზვმო სახელად ‘ევა’ ავირჩიე, როგორ ნიშანი ხელახლა დაბადებისა და რწმენის ხელახლა შეძენისა.
მივატოვე ყველაფერი, რადგან მივხვდი, რომ ეს ახალი გზა ჩემთვის უკეთესი იყო. ეს გზა საშუალებას მაძლევდა უფრო მეტად დავხმარებოდ ადამიანებს და ასი პროცენტით მიმეძღვნა საკუთარი ცხოვრება სხვების მსახურებისათვის. კრიალოსნების დამზადებისა და მათი გაყიდვების გარდა, ჩვენი კონგრეგაცია აქტიურად არის ჩართული ევანგელიზაციის საქმეში და ღრმა მისიონერული სულისკვეთებით არის განმჭვალული“, - ჰყვება მონაზონი.
დღეს მონაზონი ევა აქტიურად არის ჩართული სოციალურ პროექტებში და ეხმარება ღარიბებს, ზრუნავს ბავშვებზე. ამ ფორმით მსახურებას ის ღვთის სიყვარულის დამოწმების საშუალებად მიიჩნევს.
განსაკუთრებული სილამაზის გამო, მუდმივად იღებს კომპლიმენტებს და ქორწინების შეთავაზებებსაც კი, მაგრამ ერთგული რჩება თავისი მონაზვნური ცხოვრებისა.
მისმა დამოწმებამ ბევრი ბრაზილიელი შეძრა და ხელახლა შესძინა სამონასტრო ცხოვრებას ახალგაზრდა, ნათელი და ნდობით აღსავსე სახე. ქვეყანაში, სადაც რწმენა ცოცხალია, მაგრამ ხშირად მდორედ მიედინება, მონაზონ ევას სახე შეგვახსენებს, რომ სახარების ქადაგება ასევე შესაძლებელია ღიმილით, უბრალოებითა და სილამაზით.
შოთა გიქოშვილი








Comments