top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

“მოერიდე, როგორც შავ ჭირს” – წმინდა იერონიმეს რჩევები მღვდლებს


წმინდა იერონიმე ხშირად წერდა მღვდლების მოვალეობებზე და უკიდურესად მკაცრი იყო სასულიერო პირთა გარკვეული ჯგუფის მიმართ.



ის ყოველთვის პირდაპირ საუბრობდა. არ ეშინოდა იმის, თუ რას იფიქრებდნენ მასზე. ყველაზე ხშირად მისი სიტყვები მღვდლებს აღიზიანებდა.


მისი პოზიციანათლად ჩანს ნეპოტიანის მღვდლის მიმართ მიწერილ წერილში, რომელმაც უარი თქვა სამხედრო კარიერაზე სამღვდელო მოწოდების გამო. წმ. იერონიმე თავის მიმოწერაში ვრცლად წერდა მღვდლების მოვალეობებზე და მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც დიდებასა და ფულს ეძიებდა.


„არავითარი ამქვეყნიური სარგებელი არ უნდა ეძიოთ ქრისტეს დროშის ქვეშ, რადგან იმაზე მეტის ქონა, ვიდრე მაშინ, როცა პირველად გახდით სასულიერო პირი, მიგახვედრებთ, რომ ის, რაც გაქვთ, სარგებელს არ მოგიტანთ, არამედ შეგარცხვენთ“.


„მოიწვიე შენს სუფრაზე ღარიბები და უცხონი, რათა მათთან ერთად შენს სახლში შემოვიდეს ქრისტე. მღვდელი, რომელიც ბიზნესით არის დაკავებული და რომელიც სიღარიბიდან სიმდიდრემდე და სიმცირიდან მაღალ თანამდებობამდე ავიდა, როგორც შავ ჭირს, ისე უნდა განერიდოს ამ ყველაფერს“.


წმ. იერონიმე მღვდლებს მოუწოდებს, უარი თქვან საკუთარი საჭიროებისთვის დიდი შემოწირულებების მიღებაზე.


„არასდროს უნდა მოვითხოვოთ საჩუქრები და იშვიათად მივიღოთ ისინი, როცა ამას გვთხოვენ. რადგან უფრო მეტი მადლია გაცემა, ვიდრე მიღება. სიზარმაცესა~ და უყურადღებობასაც უნდა მოერიდო, რადგან ერთი ამაოებითაა შენიღბული, მეორე კი ამპარტავნებით“.


„თეთრი ცხვირსახოცის გარეშე სიარული არაფერს ნიშნავს, არამედ, მისასალმებელია, რომ არ გაქვს ფული მის საყიდლად. სირცხვილი და აბსურდია დაიკვეხნო, სავსე გაქვს საფულე ფულით, ხოლო ცხვირის მოსაწმენდი არაფერი გაგაჩნდეს“.

წმ. იერონიმე უპირველეს ყოვლისა ცდილობდა თავის წერილში გამოეთქვა, რომ სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს იმას, რასაც თავად ქადაგებს, იყოს ღარიბთა შორის, ემსახუროს მათ და არ ეძიოს ამქვეყნიური დიდება.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი


bottom of page