top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მოლაპარაკებები უხერხულობას უქმნით მათ, ვისაც მსოფლიოს დანაწევრება სურს’

პაპ ფრანცისკეს სიტყვებმა, რომლებიც მან შვეიცარიული ტელეარხის ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებები აუცილებელია, რისხვა გამოიწვია უკრაინის იმ მომხრეებს შორის, რომლებსაც სჯერათ რუსეთზე უკრაინის გამარჯვებისა.

 


პაპი ისწრაფვის ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვისა და ერებს შორის თანხმობისაკენ, მაშინ, როცა ევროპელი ლიდერები, ემანუელ მაკრონის სახით, წინა პლანზე აყენებენ უკრაინის მიწაზე რუსების წინააღმდეგ საომრად ჯარების გაგზავნის იდეას. ეს კი, როგორც ჩანს, უშლის გეგმებს მათ, რომლებიც მსოფლიოს ბედით თამაშობენ.

 

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, გთავაზობთ იტალიური გაზეთთან il Fatto Quotidiano ვატიკანის კულტურისა და განათლების დეპარტამენტის მდივნის მოადგილის, ასევე „კათოლიკური საზოგადოების“ ყოფილი დირექტორის, ანტონიო სპადაროს ინტერვიუს:

 

-  მამაო, რატომ გამოიწვია შეშფოთება პაპის სიტყვებმა, იარაღით მოვაჭრეთა წრეებიდან დაწყებული, უკანასკნელ უკრაინელამდე დამთავრებული? ნუთუ მისი სიტყვები არ არის სახარების სიტყვები? ნუთუ პაპს სურს უკრაინის კაპიტულაცია?


იმიტომ, რომ მისი სიტყვები ვერ იქნა  სწორად გაგებული. პაპს არასდროს უთქვამს, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, მან თქვა მხოლოდ ის, რომ უნდა აღიმართოს „თეთრი დროშა“, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები და მოიძებნოს კონფლიქტის მოგვარების გზები, რომლის დასასრულსაც ბოლო არ უჩანს. მან თქვა, რომ მოლაპარაკებები არ ნიშნავს კაპიტულაციას, ეს ნიშნავს გამოჩნდეს გამოსავალი ამ ჩიხიდან. ფრანცისკემ მოუწოდა სიმამაცისაკენ, რათა შეჩერდეს იარაღის ხმაური და საერთაშორისო შუამავალთა მხრიდან შეთავაზებული დახმარება მიღებული იქნას. როდესაც იგი საუბრობდა „მარცხზე“, სულაც არ გულისხმობდა კაპიტულაციას, არამედ გულისხმობდა სახელმწიფოზე სრულად კონტროლის დაკარგვას,  ამას არავითარი კავშირი არა აქვს უსიტყვო კაპიტულაციასთან, რაც უპირობო  შეწინააღმდეგების არარსებობას ნიშნავს, იმ შეწინააღმდეგებისა, რომელიც ესოდენ გმირულად გვაჩვენა უკრაინელმა ხალხმა.

 

-   როგორია თქვენი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ პაპ ფრანცისკეს ადანაშაულებენ პუტინიზმში? (მაგალითად, გაზეთი Corriere პაპ ფრანცისკეს პოზიციას აფასებს რუსოფილურ პოზიციად)”.

 

ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ფრანცისკე  ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, ისაუბროს ტანჯულ უკრაინაზე. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ ამერიკის მერყეობას სამხედრო მხარდაჭერის საკითხში. თუმცა, ერთი რამ, რასაც პაპი რამდენჯერმე დაუპირისპირდა, ეს არის „იალტის ლოგიკა“, ანუ ნამცხვრის ნაჭრებად დაყოფის ლოგიკა.

მან მოუწოდა ჰელსინკის სულისკვეთებისაკენ და ჭეშმარიტი მულტილატერალიზმისკენ. ახლა, როდესაც მსოფლიო წესრიგი ინგრევა, უკეთესი იქნებოდა მისი სიტყვების უკეთ გააზრება, რაც უდავოდ აღიზიანებთ მათ, ვინც სამყაროს შუაზე გაყოფა სურთ.

 

-   პაპი ერთადერთია სახელმწიფო და სასულიერო ლიდერებს შორის, რომელმაც დაინახა, რომ “ნელ-ნელა შევდივართ მესამე მსოფლიო ომში”. მისი თქმით, “ნატოს ყეფამ რუსეთის კართან”  პუტინი კონფლიქტის გაჩაღებამდე მიიყვანა. ხომ არ ფიქრობს პაპი, რომ სწორედ ამის გამოა იგი ატლანტიკური მედიის კრიტიკის ქარ–ცეცხლში? მით უმეტეს, ეკლესიის ტრადიციის მიხედვით, ომი შეჩვენებულია. 1965 წელს, პაპი პავლე VI გაეროს ტრიბუნებიდან იძახდა, რომ „აღარასოდეს აღარ იქნებოდა ომები”.

 

მე ვთვლი, რომ პაპისთვის უპატიებელია „სამართლიანი ომის“ კონცეფციის კრიტიკა. დღეს, ძნელია რაციონალურად იმის მტკიცება, რომ ახალი იარაღის, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის დამანგრეველი ძალის ფონზე, მათ შორის უკვე ათჯერ უფრო ძლიერის ვიდრე იაპონიაში ჩამოვარდნილი იყო, შეგვიძლია ვისაუბროთ სამართლიანობაზე. ომი გაუმართლებელია. თავდაცვითი ომი შესაძლებელია გარკვეულ პირობებში, როგორც ეს ნათქვამია წმინდა იოანე პავლე II-ის მიერ გამოცემული კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოში. პირობაა, რომ არსებობდეს საფუძვლიანი წინაპირობები წარმატებისთვის და იარაღის გამოყენებამ არ გამოიწვიოს კიდევ უფრო სერიოზული ბოროტება, ანუ ხალხის ხოცვა-ჟლეტა.

 

- მათ სურდათ, რომ პაპს გაეზიარებინა ომის ესთეტიკა და მოწამეობრიობა, განედიდებინა იარაღი და ლამაზი სიკვდილი. და თუ ეს ანტიქრისტიანული მიდგომაა, მაშ, როგორ ახსნით, რომ არსებობენ ქრისტიანებიც, რომლებიც აკრიტიკებენ მას?

 

პაპი პირველ რიგში ტანჯულ ხალხზე ფიქრობს. როცა რუსეთის რეგიონის იეზუიტებს შეხვდა, ტკივილით გაიხსენა, რომ ომებში იტანჯება მშვიდობიანი მოსახლეობა. მის სიტყვებში არ არის საომარი რიტორიკა. სახარება გვასწავლის მტრის სიყვარულს.

 

- ღაზას სექტორში მიმდინარე ომზე საუბრისას პაპმა თქვა, რომ ეს არის „ორი უპასუხისმგებლოს“ ომი, რას გვეტყვით ამის შესახებ”?

 

ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს ჰამასის მიერ ჩადენილი ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც მოაწყო სასტიკი სისხლისღვრა, მძევლად აიყვანა ადამიანები, რომელთა შესახებაც დღემდე არაფერი ვიცით. მეორეს მხრივ, გვაქვს რეაქცია, რომელმაც გამოიწვია 31 000 ადამიანის სიკვდილი, მთლიანი მოსახლეობის სასოწარკვეთა, შიმშილისთვის განწირული და დახოცილი ათასობით ბავშვი. ამით საფუძველი ჩაეყარა სიძულვილს, რომელიც გაგრძელდება თაობებში და რომელიც იქნება ამ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაღობა. ეს უპასუხისმგებლობაა.

 

-   კარდინალი ზუპი, რომელიც პაპმა სამშვიდობო მისიით წარგზავნა, ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ყველა ომი მოლაპარაკებით მთავრდება. ჩვენ გვაქვს შთაბეჭდილება, რომ მისმა შუამავლობამ, მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, კრახი განიცადა. ეს ასეა?

 

კარდინალი ჩავიდა არა მხოლოდ უკრაინაში, ასევე რუსეთშიც. ინტერვიუში პაპის პასუხი იყო სამართლიანი.  „მე აქ ვარ“, –  რაც ნიშნავს, რომ წმინდა საყდარი ყოველთვის მზად არის და სურს აღმოუჩინოს მხარდაჭერა შუამავლის როლის შესრულებით, რომელიც შესაძლოა რთულიც კი იყოს. ვატიკანის დიპლომატია კი არ ჭრის, ის კერავს.


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

 

 

bottom of page