top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მონღოლეთში პაპის ვიზიტი დასრულდა

4 სექტემბერს, მონღოლეთში, დასრულდა წმინდა მამის, ფრანცისკეს 43-ე სამოციქულო ვიზიტი, რომლის დევიზიც იყო: “ვიმედოვნოთ ერთად”. პაპის თვითმფრინავმა ულან-ბატორის საერთაშორისო აეროპორტი შუადღით დატოვა და პაპი რომში გაემგზავრა.


მონღოლეთშიხუთდღიანი ვიზიტის ბოლოს, რომის ეპისკოპოსი საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდა და “გულმოწყალების სახლი” საზეიმოდ გახსნა. რის შემდეგაც, პაპი დედაქალაქის აეროპორტში გაემართა, სადაც საეკლესიო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.


მონღოლეთის დატოვებისას, წმინდა მამამ ქვეყნის პრეზიდენტს გაუგზავნა სამადლობელი წერილი, რომელშიც მისი უწმინდესობა გამოხატავს მადლიერებას თბილი მიღებისთვის. აქვე, იგი ქვეყნის მეთაურს დაჰპირდა ლოცვას მშვიდობის, ერთობისა და მონღოლი ხალხის წარმატებისთვის.


რომის, ფიუმიჩინოს აეროპორტში პაპის თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 17:20 საათზე დაეშვა, რის შემდეგაც წმინდა მამა გაემგზავრა ვატიკანში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page