top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მორწმუნე მიცვალებულ სულთა ინდულგენცია ნოემბრის განმავლობაში გაგრძელდება


პანდემიისა და მისგან გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, სამოციქულო პენიტენციარიამ 2020 წლის 22 ოქტომბერს გამოცემული ინდულგენციის ანალოგიური დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ინდულგენცია გაგრძელდება 2021 წლის მთელი ნოემბრის განმავლობაში.



მორწმუნეები ინდულგენიცას არ მიიღებენ მხოლოდ 1–8 ნოემბრის ჩათვლით, როგორც ეს ეკლესიის მიერ არის დადგენილი, არამედ ნოემბრის თვის ნებისმიერ დღეს.


ვატიკანში გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მიზეზებისა და სხვადასხვა ქვეყნის ეპისკოპოსების თხოვნის საფუძველზე. ინდულგენციას მიიღებენ მორწმუნეები, რომლებიც მივლენ სასაფლაოზე და ილოცებენ მიცვალებულთა სულებისათვის.


სრული ინდულგენცია მიიღწევა მორწმუნე მიცვალებულთა ხსენების დღეს, ანუ 2 ნოემბერს მათთვის, ვინც ამ დღეს, ნებისმიერ ტაძარში ან სამლოცველოში წარმოთქვამს ლოცვას. “მამაო ჩვენო” და რწმენის სიმბოლო “მრწამსს”. ეს კი შეიძლება მოხდეს ნოემბრის ნებისმიერ დღეს.


ხანშიშესულები, დავრდომილები და ის ადამიანები, ვინც ვერ შეძლებენ სახლიდან გასვლას პანდემიითგამოწვეული შეზღუდვების გამო, მიცვალებული სულებისათვის სრული ინდულგენციის მიღებას შეძლებენ, თუ სულიერად შეუერთდებიან სხვა მორწმუნეების ლოცვებს და სრულად განერიდებიან რაიმე ცოდვას. პირველივე შემთხვევისთანავე ექნებათ განზრახვა შეასრულონ ინდულგენციის მისაღებად აუცილებელი ზომები (აღსარება, ზიარება და წმინდა მამის საჭიროებებისათვის ლოცვა). მათ იესოს ან ღვთისმშობლის ხატის წინაშე უნდა წაიკითხონ მიცვალებულთათვის ლოცვა. მაგალითად, დილის ქებანი, ან საღამოს მწუხრი, სავარდის ან ღვთიური გულმოწყალების გვირგვინის ლოცვა, დაუთმოს დრო სახარების ნაწყვეტის კითხვას, რომელიც შემოთავაზებულია მიცვალებულთა მოხსენიების ლიტურგიაზე ან აღასრულოს გულმოწყალების საქმე ღმერთისადმი საკუთარი ტანჯვებისადა ავადმყოფობების შეწირვით.


მღვდელმსახურები მოწოდებულნი არიან ამ პერიოდში საკუთარი თავი მიუძღვნან და განსაკუთრებული გულუხვებით აღასრულონ შერიგების საიდუმლო და ავადმყოფთა ზიარება.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page