top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მოსკოვიდან სიგნალს ველოდებით დიალოგისათვის’ – კარდინალი პაროლინი



ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ დაადასტურა, რომ წმინდა მამას პუტინთან პირადად შეხვედრის სურვილი აქვს, რათა უკრაინაში ომი შეწყდეს.


ვატიკანის სახელმწიფო მდივნის თქმით, პაპის სურვილი სრულებით ნათელია: „იგი მზად არის ჩაფრინდეს მოსკოვში, ხოლო წმინდა საყდარმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინაში ომი შეეჩერებინა; ისღა დაგვრჩენია ვიყოთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მზაობისა და ღიაობის მოლოდინში“.


ვატიკანის სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტებმა, სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ჟურნალ Corrie della Sera - თან მიცემულ პაპის ინტერვიუზე.


“ვფიქრობ, რომ ამ დროისათვის სხვა ნაბიჯები არ არის გათვალისწინებული. წმინდა მამამ მზაობა გამოხატა ჩავიდეს მოსკოვში, რათა პირადად შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს. ჩვენ ველოდებით მათგან პასუხს, ველოდებით თუ რა სურთ და რის გაკეთებას აპირებენ. არა მგონია, რომ წმინდა მამის მხრიდან სხვა დამატებითი ნაბიჯები იყოს მოსალოდნელი. კარი ფართოდ არის ღია კონსტრუქციული დიალოგისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს უკვე ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინის მიწაზე მიმდინარე ომს. Corrie della Sera - თან ინტერვიუში, პაპმა ფრანცისკემ გაიხსენა წერილი, რომელიც სახელმწიფო მდივანმა კრემლში გააგზავნა, იმ იმედით, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისცემდა დიალოგის დაწყების შესაძლებლობას“.


Corrie della Sera–ში პაპის ინტერვიუს გამოეხმაურა რუსეთის პატრიარქიც და პაპი გააკრიტიკა. პატრიარქის თქმით, 16 მარტის ვიდეოკონფერენციის შინაარსის გაჟღერებისას, პაპმა არაკორექტული ტონი აირჩია, თუმცა ამის მიუხედავად, სურვილი რჩება ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ აღდგეს ომით დარღვეული საერთაშორისო ბალანსი.


„პლანეტას სჭირდება მშვიდობა, სჭირდება მშვიდობიანი სუნთქვა“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ რამდენიმე დღის წინ და ყველას უსურვა, რომ საბოლოოდ ძმობის ძალამ გაიმარჯვოს.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი
bottom of page