top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მსოფლიოს მილიონმა ბავშვმა მშვიდობისთვის ‘სავარდი’ ილოცა

18 ოქტომბერს, მილიონმა ბავშვმა მთელი მსოფლიოდან მშვიდობისთვის „სავარდი“ ილოცა. ინიციატივის შესახებ ინფორმაცია პაპ ფრანცისკეს tweeter -ზე ვრცელდება.



მსოფლიოს მილიონი ბავშვი საყოველთაო კამპანიაში ჩაერთო #AiutoallaCiesacheSoffreდაეხმარე განსაცდელში მყოფ ეკლესიას. მათ „სავარდი„ ილოცეს და იგიმსოფლიოში ერთობასა და მშვიდობას მიუძღვნეს.


სავარდის თვეში და წმინდა ლუკა მახარებლის დღესასწაულზე აქციას შეუერთდნენ სამრევლოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და ოჯახები.


პაპმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ლუკა მახარებელი მოგვითხრობს იესოს ბავშვობის ისტორიას.


„ილოცეთ მათთან ერთად და მოუხმეთ ღვთისმშობელ მარიამს იმავე სასოებით, როგორც ამ პატარებმა გააკეთეს. მოგიწოდებთ შეუერთდეთ ლოცვით აქციას, რომელიც ამ წელს მთლიანად მინდობილია წმინდა იოსების შუამდგომლობაზე. მადლობა ყველა ბიჭუნასა და გოგონას. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა წმინდა მამამ.


საქართველოს კათოლიკე ეკლესია უერთდება აღნიშნულ აქციას და catholic.ge გთავაზობთ ქართველი ბავშვების მიერ მომზადებულ სავარდის ლოცვას.



catholic.ge

bottom of page