top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მსოფლიოში კათოლიკეთა რაოდენობა გაიზარდა

  • 17 hours ago
  • 1 min read

გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლებიც ასახავს კათოლიკე ეკლესიაში, ხუთ კონტინენტზე არსებულ მონათლულთა რაოდენობის დინამიკასა და ცვლილებებს.

ეკლესიის სტატისტიკის ცენტრალური ოფისის მიერ მომზადებული მასალები.



კათოლიკე ეკელსიის სტატისტიკური მონაცემები „პაპის წელიწდეულის“ (Annuario Pontificio 2026) და „ეკლესიის სტატისტიკური წელიწდეულის“ (Annuarium Statisticum Ecclesiae 2024) ახალი მონაცემების საფუძველზე დადგინდა.


დოკუმენტები ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს სტატისტიკის ცენტრალურმა ოფისმა მოამზადა და დაბეჭდილია ვატიკანის ტიპოგრაფიის მიერ. მონაცემები ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში.


 „პაპის წელიწდეულში“ მოცემული მონაცემებიდან აღსანიშნავია რამდენიმე სიახლე, რომელიც 2025 წლისათვის, მსოფლიოში კათოლიკე ეკლესიის ცხოვრებას შეეხება. მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში, ექვსი საეპისკოპოსო კათედრა დაწინაურდა სამიტროპოლიტო კათედრის სტატუსამდე და დაარსდა რვა ახალი ეპარქია. თავის მხრივ, “ეკლესიის სტატისტიკური წელიწდეული“ გვაწვდის ინფორმაციას იმ მაჩვენებლების შესახებ, რომლებიც ახასიათებს კათოლიკე ეკლესიის საქმიანობას სხვადასხვა ქვეყანასა და ცალკეულ კონტინენტებზე.


გთავაზობთ, 2023-2024 წლების რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს:


კათოლიკეები მსოფლიოში

ბოლო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიოში, კათოლიკედ მონათლულთა  რაოდენობა სტაბილურად ნარჩუნდება და 17,8%-ია. ეს შედეგი იმით არის განპირობებული, რომ იმავე პერიოდში, კათოლიკეთა რიცხვის ზრდა, მსოფლიო მოსახლეობის ზრდის შესაბამისი იყო.


2024 წელს, კათოლიკეთა რაოდენობა 1 მილიარდ 422 მილიონს ოდნავ აჭარბებდა, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1 მილიარდ 406 მილიონს შეადგენდა; შესაბამისად, ფარდობითმა ცვლილებამ 1,14% შეადგინა.


როგორც დემოგრაფიული ასპექტების, ასევე კათოლიკეთა ფარდობითი გავრცელების თვალსაზრისით, დასტურდება, რომ 2023–2024 წლებში აფრიკის კონტინენტზე მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, რომლის პარალელურადაც გაიზარდა ასევე კათოლიკეთა წილი –19,9%-დან 20,3%-მდე. 


ხოლო მსოფლიო მასშტაბით, კათოლიკეთა რაოდენობრივ მაჩვენებელში შემცირდა ევროპის წილი. მაგალითად, 2023 წელს იყო 20,4%, ხოლო 2024 წელს 20,1%.

ამერიკაში კათოლიკეები კვლავ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, კერძოდ, საერთო მოსახლეობის 47.7%-ს.


ასევე სტაბილურია კათოლიკეთა ხვედრითი წილი აზიასა და ოკეანეთში, სადაც 2024 წლის მონაცემებით, მაჩვენებლები მსოფლიო საერთო რაოდენობის შესაბამისად 11%-ს და 0,9%-ს შეადგენს.


განსაკუთრებით საინტერესოა კათოლიკეების თანაფარდობა კონტინენტებზე მცხოვრები მოსახლეობის შესაბამისად. 2024 წლის ბოლოს, ეს თანაფარდობა ასეთი იყო: ამერიკა –64.0%, ევროპა – 39.7%, ოკეანეთი – 25.9%, აფრიკა – 19.9% და აზია – 3.3%.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page