top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მსოფლიოში ყველაზე დიდი შობის სცენა

იცოდით, რომ 2023 წლის შობის სცენა (პრეზეპე), რომელიც ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში დადგეს, მსოფლიოში ყველაზე დიდია?

 


შობის სცენის წმინდა ოჯახის ფიგურები რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლისაა. კერძოდ: იოსების ფიგურა – 17 მეტრია, მარიამის ფიგურა – 10.5 მეტრი, ხოლო ყრმა იესოს ფიგურა  – 3 მეტრი. რაც შეეხება მოგვების ფიგურებს, მათი სიმაღლე ასეთია: ბალთაზარი  – 16 მეტრი, კასპერი  – 15 მეტრი, ხოლო მელქიორი 11 მეტრი.

 

ფართობი, რომელიც შობის სცენას უკავია დაახლოებით 180 ათასი კვადრატული მეტრია და იგი ყველაზე დიდი სცენაა, რაც აქამდე დაფიქსირებულა.  ამ შესანიშნავი ფიგურების შემქმნელია მხატვარი ხოსე მანუელ გარსია ეკივა, რომელმაც ფიგურები რკინისა და პლასტმასისგან დაამზადა. მათი ღირებულება 150 000 აშშ დოლარს შეადგენს.

 

შობის სცენას ალამაზებს დაახლოებით 8-9 მეტრის სიმაღლის ანგელოზების ფიგურები.

 

ეს შობის სცენა 2019 წელს გინესის რეკორდის წიგნში შეიტანეს და დღემდე ლიდერობს რეკორდების ნუსხაში. 2023 წელს კი, შობის სცენა ასევე იქნება ტურისტული ღირსშესანიშნაობა დევიზით: “ალიკანტე, შენი საუკეთესო ქრისტეშობა”.

 

 შოთა გიქოშვილი

bottom of page