top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიურ ქანდაკებას ბრაზილიაში შექმნიან

ბრაზილიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური ქანდაკების მშენებლობა დაიწყო. ეს იქნება 57 მეტრიანი, წმინდა მიქელ მთავარანგელოზის ქანდაკება.



წმინდა მიქელ მთავარანგელოზის ქანდაკების მშენებლობა სან მიგელ არკანჯუში (São Miguel Arcanjo) დაიწყო. ცნობილია, რომის იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური ქანდაკება. მისი სიმაღლე სადგამიანად 57 მეტრს მიაღწევს.


ამჟამად, ყველაზე მაღალ რელიგიურ ქანდაკებას წარმოადგენს წმინდა რიტა დე კასიას ქანდაკება (სანტა–კრუს, რიო გრანდე დო ნორტში), რომლის სიმაღლეც 42 მეტრია, სადგამი – 14 მეტრი, რაც ჯამში 56 მეტრს შეადგენს.


წმინდა მიქელის ყველაზე მაღალი რელიგიური ქანდაკება შევა ტურისტულ კომპლექსში სახელწოდებით: “მთავარანგელოზის ქვაბული”. კომპლექსი ასევე მოიცავს საკურთხეველს, სადაც 12 000 ადამიანი დაეტევა, სააღმსარებლოებს, მარიამის ქვაბულს, სანთლების დარბაზს, სასწაულების დარბაზს, წმინდა ნივთების მუზეუმს, რელიგიური ხელნაწერების პავილიონსა და აუდიტორიას. ასევე იქნება კვების ობიექტები და პარკინგი.


პროექტი მსგავსია იტალიაში არსებული სანქტუარიუმისა – “Monte Gargano”, სადაც ოთხგზის მოხდა წმინდა მიქელის გამოცხადება.


“აღნიშნულ სანქტუარიუმთან შეთანხმება მოხდა გასული წლის სექტემბერში, ჩვენი ეკლესიები დამეგობრდნენ. წარვუდგინეთ პროექტი პარტნიორებს, მათ ძალიან მოეწონათ, რომ პროექტი Monte Gargano უნდა გადმოგვეტანა ბრაზილიაში”, - განმარტა წმინდა მიქელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა და რექტორმა, მამა მარკო ჯორდან კოსტა დე ალმეიდამ.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი

bottom of page