top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მუსლიმებმა რუსეთში პაპის ენციკლია „ძმანო ყოველნო“ გამოსცეს


5 მარტს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში პაპ ფრანცისკეს ენციკლიკის „ძმანო ყოველნო“, რუსულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. დოკუმენტი რუსეთში მცხოვრებმა მუსლიმებმა, რელიგიათაშორისი დიალოგის ფარგლებში, თარგმნეს და გამოსცეს. ამის შესახებ, გამომცემლობა „მედინა“იუწყება.


ენციკლიკის საჯარო პრეზენტაციაზე მიწვეული არიან სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები. მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები.

შეხვედრას წაუძღვება რუსეთის ფედერაციაში მუსლიმთა თემის მთავარი მუფთი, შეიხ რავილ გაინუტდინი. მასთან ერთად შეხვედრაზე იქნებიან რუსეთის ფედერაციაში წმიდა საყდრის დესპანი არქიეპისკოპოსი ჯოვანი დ’ანიელო და მოსკოვის, კათოლიკე ეკლესიის არქიეპისკოპოსი პაოლო პეცი.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page