top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მღვდლებო, უარი თქვით კარიერის ძიებაზე' - პაპი

28 იანვარს, პაპმა პირად აუდიენციაზე მიიღო მღვდლები ბარსელონას არქიეპარქიიდან.

შეხვედრისას პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მოციქულთა ქმედებები ყოველთვის ორმაგ ასპექტს ჰქონდა: პირადსა და საზოგადოს.


„სახარების მაუწყებელნი ერთად დადიან, შეუძლებელია მათი გახლეჩა. მიუხედავად იმისა, რომ, ღმერთი ყველას ინდივიდუალურად მოუწოდებს, ჩვენ მაინც ერთი, დიდი ჯგუფის წევრები ვართ. ერთად უნდა ვიაროთ. სანამ რამეს ვიტყოდეთ, ჯერ უნდა მოვუსმინოთ, ჩვენი თავი დავაყენოთ იმ ადგილზე, სადაც ეს საჭიროა - შუაში ან ბოლოში, და არა – თავში“.


წმინდა მამის სიტყვებით, იესო მოგვიწოდებს გამოვიდეთ ჩვენი სიღარიბიდან და უძლურებებიდან, რადგან მუდმივი მცდელობით ვუპასუხოთ მოწოდებას მოქცევისაკენ.


„უარი უნდა ვთქვათ კარიერიზმზე, ორმაგ ცხოვრებაზე, ამა სოფლის სიამოვნების ძიებაზე, უნდა ჩავეხუტოთ ჯვარს და მივიღოთ ეკლესიის შუამდგომლობა - წმინდა საიდუმლოებები, ლოცვითი ცხოვრება, ასკეტიზმი… ამავდროულად, უნდა შეგვეძლოს გულმოწყალების გამოვლენა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ თავად შეგვეხო ღვთის გულმოწყალება. გაკვეთილი კი არ უნდა ჩავატაროთ, არამედ, უნდა დავამოწმოთ ღმერთთან სულიერი სიახლოვის გამოცდილება".


პაპი მოუწოდებს ახალგაზრდების მსახურთა მწყემსებს, ყველა სოციალურ სფეროში ისწრაფონ ძმობისაკენ; ისწავლონ ყველა ადამიანის მიღება და იგივე ასწავლონ სხვებს; იმუშაონ ყველასთან, სამწყსოში იპოვონ ფართომასშტაბიანი თანხმობა – “არ უნდა ჩავებღაუჭოთ ჩვენს რომელიმე ქრისტიანულ ჯგუფს, ან ჩვენზე დაკისრებულ რაიმე პასუხისმგებლობას, არამედ უნდა ვიცხოვროთ თავისუფლების სულით ჯანსაღ ინდიფერენტულობაში”.


შეხვედრის ბოლოს, წმინდა მამამ დალოცა მონაწილეები სამოციქულო კურთხევით და მიანდო ისინი ღვთისმშობლის დედობრივ ზრუნვას.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page