top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მშვიდობა იყოს ისრაელსა და პალესტინაში’ – პაპი ფრანცისკე

ისრაელში არსებულ მდგომარეობას, შეიარაღებულ თავდასხმებსა და მისგან გამოწვეულ სასტიკ შედეგებს პაპი ფრანცისკე ეხმაურება. “ომსა და ტერორიზმს არ მივყავართ რაიმე გამოსავალთან, არამედ მხოლოდ სიკვდილსა და უამრავი უდანაშაულო ადამიანის ტანჯვასთან”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.


“შეშფოთებითა და წუხილით ვადევნებ თვალს ისრაელში მიმდინარე პროცესებს, სადაც სულ უფრო სასტიკ ძალადობასთან გვაქვს საქმე. უამრავი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ვლოცულობ მათი სულებისთვის და ყველასთვის, ვინც განიცდის ტანჯვას ამ მძიმე ჟამს. შეწყვიტეთ ტერაქტი და დაყარეთ იარაღი, ვინაიდან ნებისმიერი ომი განწირულია წაგებისთვის. ვილოცოთ, რათა ისრაელსა და პალესტინაში მშვიდობამ დაისადგუროს”, - განაცხადა წმინდა მამამ.


“ოქტომბერში, მოდით, სავარდის ლოცვაში დაუღალავად მოვუხმოთ მარიამის შუამდგომლობას მშვიდობის მადლი მოგვანიჭოს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ომსა და კონფლიქტებში იმყოფებიან. ნუ დაგვავიწყდება საყვარელი უკრაინა, რომელიც ყოველდღიურად განიცდის ენით აღუწერელ ტანჯვას”.


მორწმუნეებისადმი მისალმებისას პაპმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თვალს ადევნებს ვატიკანში მიმდინარე ეპისკოპოსთა სინოდს და ლოცულობს ეკლესიის ამ ძმური თანაზიარების მოვლენისათვის - “მოგიწოდებთ ყველას სინოდის მუშაობა სულიწმინდას მიანდოთ”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page