top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ოჯახის დღესასწაული

წმინდა ოჯახის, იესოს, მარიამისა და იოსების დღესასწაული შობის მომდევნო კვირაში აღინიშნება, ეს დღესასწაული XIX საუკუნეში კანადაში დაიბადა, ხოლო მოგვიანებით, 1920 წელს მისი აღნიშვნა მთელს ეკლესიაში დაიწყო.


თავდაპირველად, ეკლესია მას აღნიშნავდა უფლის გაცხადების მომდევნო კვირა დღეს და მისი მიზანი იყო ეჩვენებინა წმინდა ნაზარეველი ოჯახი, როგორც ჭეშმარიტი მაგალითი ცხოვრებისა (Collect), საიდანაც ჩვენი ოჯახები უნდა იღებდნენ შთაგონებას, დახმარებასა და ნუგეშს.


ანგელოზმა იოსები გააფრთხილა, რომ წაეყვანა მარიამი და ყრმა, გაქცეულიყვნენ ეგვიპტეში და იქამდე დარჩენილიყვნენ, სანამ ანგელოზი არ ეტყოდა,რომ დაბრუნებულიყვნენ უკან. ვინაიდან,ჰეროდე ეძებდა ყრმას, რათა მოეკლა. ამიტომ იოსები და მარიამიადგნენ ღამით, გაიქცნენ და ეგვიპტეში დარჩნენ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი: “ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”. ჰეროდეს გარდაცვალების შემდეგ, ანგელოზმა უთხრა იოსებს, რომ დაბრუნებულიყო ყრმასთან და დედამისთან ერთად ისრაელიანთა მიწაზე და დასახლებულიყო ქალაქ ნაზარეთში (შედარ. მათე. 2.13-15, 19-23).


ოჯახი მოძრაობაში


სახარების კითხვისას, ყველაზე მეტად რაც გვაოცებს, ტექსტში არსებული ზმნები: “მოძრაობა, წასვლა, ადგომა, გაქცევა, დამალვა, დასახლება”. ასევე გვხიბლავს გეოგრაფიული რუკა: “ბეთლემი, ეგვიპტე და შემდეგ ნაზარეთი”. ამ ტექსტის გასაღები შეგვიძლია მოვძებნოთ ესაია წინასწარმეტყველის ციტატაში: “ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”. ეს არის დევნილთა გაქცევისა და ისრაელიანთა გამოსვლის წერტილი. ეს ოჯახი ნაზარეთიდან, ებრაელების ისტორიაში, იმ უამრავ დევნილთაგან ერთ-ერთია და ამავდროულად, გვაჩვენებს ღმერთის ყოვლისშემძლეობას, რომელმაც იცის, როგორ გამოიხსნას თავისი ერი.


წმინდა ნაზარეველი ოჯახის გამოცდილება გულგრილს ვერ ტოვებს ბევრ თანამედროვე ოჯახს, რომლებიც ასევე იმყოფებიან “მოძრაობაში”. რა სამწუხაროა,როცა ოჯახები იძულებულნი არიან მიატოვონ საკუთარი სახლები და სამშობლო მშვიდობის, სიმშვიდისა და სამუშაოს ძიებაში.ეს ასევე ჩვენს ოჯახებში იწვევს დაძაბულობას, თუ როგორ გავიტანოთ თავი თვიდან თვემდე, იწვევს არასტაბილურობას წყვილებს შორის და შიშს ავადმყოფობების წინაშე.


ნაზარეველი ოჯახის ნიმუშით, ჩვენს ოჯახებს, შეუძლიათ ისწავლონ რომ გახდნენ ღვთის ყოვლისშემძლე ხელით მართული. თუ სიმართლეა, რომ ადამიანი სხვადასხვა სიტუაციაში თავს გრძნობს დევნილად, უცხოდ საკუთარ სახლში ან თავის საყვარელ გარემოში, მაშინ არანაკლებ სიმართლეა ისიც, რომ ნებისმიერი სირთულე შეიძლება გადაიქცეს “გამოსავლის” შესაძლებლობად, “მოგზაურობის” შესაძლებლობად. “მოქცევის” შესაძლებლობად, რაც მიგვიყვანს სიმშვიდემდე, მშვიდობამდე და სტაბილურობამდე.


სულიწმიდა ელაპარაკება ოჯახებს დღეს


სულიწმიდა კვლავ წარუძღვება ყველა ადამიანს, ყველა წყვილს, ყველა მშობელს, მაგრამ, ჩვენ უნდა ვუსმინოთ სულს, რომელიც გველაპარაკება შიგნით. თუ ღვთის ძე მოდის, რათა შეგხვდეს ყრმაში და მხოლოდ რწმენის თვალებით შეგვიძლია მისი ყოფნის დანახვა, მაშინ მნიშვნელოვანია შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ყოველდღიური მოვლენები ვერ იქნებაუმნიშვნელოები, რომ ყოველდღიური შეხვედრები ვერ იქნება უშედეგო, ანდა პირწმინდა დამთხვევა. ამ ყველაფრის დასანახად, გვჭირდება რწმენის თვალები, რომ დავიჭიროთ შინაგანად და მის გარეთ. ვინაიდან ყველაფერი არის ადგილი, სადაც ვხვდებით ან უარვყოფთ ღვთის მყოფობას. მორწმუნეებისათვის ყველაფერი არის მინიშნება.


სახარებით ცხოვრება


დღეს, ოჯახისათვის სახარებისეულად ცხოვრება არ არის იოლი, მით უმეტეს ჩვენს დროში. ჩვენ თავს გვესხმიან ან გვაკრიტიკებენ მხოლოდ იმიტომ, რომ დედის წიაღიდან შობილ სიცოცხლეს ვიცავთ, თუმცა სახარებაში ჩვენ ვპოულობთ გზას მშვენიერი ცხოვრებისაკენ, როგორც პირად ასევე ოჯახურ დონეზე. გზას, რომელიც რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ მიმზიდველი და ყოვლისმომცველია. გზა, რომელზეც უნდა გვქონდეს სასოება და შევძლებთ დავეყრდნოთ წმინდა ოჯახის შუამდგომლობითა და მაგალითით. ყველა ოჯახში არსებობს ბედნიერება და მოწყენილობა, სიმშვიდე და რთული მომენტები, სწორედ ეს არის ცხოვრება. სახარებისეული ცხოვრება არ გვათავისუფლებს სირთულეებისა და დაძაბულობებისაგან, განცდების, გამძლეობისა და სამწუხარო სიმყიფისაგან. ბევრ ოჯახშია წარუმატებლობა და სირთულეები, თუმცა ამ ოჯახებს კვლავ ძალუძთ ფეხზე წამოდგომა, ახლის დაწყების შესაძლებლობების პოვნა, თუ მიჰყვებიან სახარებისეულ მაგალითს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი



bottom of page