top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ნაკლები დავხარჯოთ საშობაო საჩუქრებზე, დანაზოგი კი უკრაინელებს გავუგზავნოთ' – პაპი

14 დეკემბერს, პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ მიმართა მორწმუნეებს და მოუწოდა, რომ წლევანდელი შობა უფრო „მოკრძალებულად“აღნიშნონ. მაგალითად, შეამცირონ საჩუქრების ხარჯები, დანაზოგი კი, „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ შესწირონ.

პაპმა მორწმუნეებს ქველმოქმედების "კონკრეტული ჟესტებისკენ" მოუწოდა.


„მინდა გავამახვილო ყურადღება მომავალ შობაზე. სასიამოვნოა მისი აღნიშვნა, მაგრამ მოდით, ცოტა შევამციროთ საშობაო ხარჯები. ერთმანეთს უფრო მოკრძალებული საჩუქრები გავუკეთოთ, დანაზოგი კი გავუგზავნოთ გაჭირვებაში მყოფ უკრაინელ ხალხს. ისინი შიმშილობენ, სიცივისგან იტანჯებიან და საჭირო სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო იღუპებიან. არ დაგვავიწყდეს ისინი. შობა - დიახ; მშვიდობითა და უფალთან ერთად - დიახ; მაგრამ ჩვენს გულებში უკრაინელებთან ერთადაც. მოდით, რაიმე კონკრეტული გავაკეთოთ მათთვის.

მთელი გულით გაკურთხებთ და ყველას გთხოვთ, გააძლიეროთ სულიერი სამზადისი შობისთვის, რომელიც უკვე ახლოსაა“, - განაცხადა წმინდა მამამ.


შოთა გიქოშვილი

bottom of page