top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ნაცისტური რეჟიმის მიერ წამებულ მღვდელს წმინდანად შერაცხავენ



2022 წლის 15 მაისს წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპი ფრანცისკე წმინდანად შერაცხავს ჰოლანდიელ კარმელიტ მღვდელს, უნივერსიტეტის პროფესორს, მწერალსა და ჟურნალისტს, ტიტე (ტიტუს) ბრენდსმას. მღვდელი 1942 წლის 19 იანვარს ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლის გამო დააპატიმრეს.


იგი მუშაობდა, რომ ქვეყნის კათოლიკური საინფორმაციო საშუალებები მიჰყოლოდნენ ეკლესიის სწავლებას ნაციზმის შესახებ. ბრენდსმა 1942 წლის 26 ივლისს დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს.


კარმელის მთის მარიამის ძმების ორდენის მთავარი აბატი, მიხალ ონილი სიხარულით შეხვდა მღვდელი, ტიტე ბრენდსმას წმინდანად შერაცხვის გადაწყვეტილებას და ხაზგასმით თქვა: “განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული მოხდა იმ მომენტში, როცა ჭეშმარიტება და სიმართლე სე იტანჯებიან სერიოზული კონფლიქტების გამო, რომლებიც ემუქრება ჩვენს სამყაროს დედამიწაზე”.


ტიტუსის პატივდების პროცესი 1952 წელს დაიწყო და ეს იყო პირველი პროცესი, რომელიც ეხებოდა ნაცისტურ – სოციალისტური რეჟიმის მიერ წამებულ პიროვნებას.


პაპმა, წმინდა იოანე პავლე II-მ, 1985 წლის 3 ნოემბერს იგი ნეტარად შერაცხა.


2016 წელს, ფლორიდაში დაიწყო კვლევა ნეტარის შუამდგომლობით მოხდენილი შესაძლო სასწაულის შესახებ. საუბარი იყო ლიმფურ ჯირკვლებში გავრცელებული მეტასტაზებით მელანომის ამოუხსნელ განკურნებაზე, რომლითაც იტანჯებოდა ერთი მღვდელი კარმელიტთა ორდენიდან. 2020 წელს სამედიცინო ექსპერტიზამ, რომელიც დანიშნა ვატიკანის წმინდანთა განდიდების კონგრეგაციამ, აღნიშნული განკურნების ზებუნებრიობა დაამტკიცა.


2021 წლის 25 ნოემბერს პაპმა ფრანცისკემ წმინდანთა განდიდების კონგრეგაციას დაავალა გამოეცა სასწაულის შესახებ დეკრეტი. ამით გზა გაეხსნა მის კანონიზაციის პროცესს. 2022 წლის 4 მარტს, პაპმა ფრანცისკემ მისი წმინდანად შერაცხვის თარიღი გამოაცხადა.


წყარო: www.vaticannews.va


სტატია შემოკლებულია


შოთა გიქოშვილი


bottom of page