top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ნაძვის ხე და საშობაო სცენა - როგორ ემზადებიან ვატიკანში შობისთვის



კათოლიკურმა ევროპამ საშობაო და საახალწლო სამზადისი დაიწყო. ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძრის წინ, მოედანზე უკვე დაამონტაჟეს 30 მეტრიანი ნაძვის ხე.


გასული ორი წლისგან განსხვავებით, წელს ნაძვის ხე სლოვენიიდან ჩამოიტანეს. იგი „წითელი ნაძვის“ ჯიშისაა.


ვატიკანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ნაძვის ხე თავისი სამაგრებით, მთლიანობაში, 7 ტონას იწონის. აღნიშნულ ხეს ამ წელს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, ვინაიდან, იგი იქნება პანდემიისგან მსოფლიოს იმედისა და განკურნების სიმბოლო.



რაც შეეხება საშობაო სცენის ფიგურებს, ისინი შესრულებულია იტალიაში, XVI საუკუნის კერამიკული ელემენტებით. ფიგურები ადამიანის ზომებს აღემატება და ისინი 50 წლის წინ, იტალიის სამხატვრო სკოლის სტუდენტებმა გააკეთეს.


წინასწარი ინფორმაციით, შობის დღესასწაულზე პეტრეს მოედანი ვატიკანში კვლავ მომლოცველების გარეშე დარჩება. პაპის საშობაო წმიდა წირვას მხოლოდ რამდენიმე მომლოცველი დაესწრება.


ჯერ გადაწყვეტილი არ არის, იქნება თუ არა წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან კურთხევა URBI ET ORBI.


ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნა იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდის გათვალისწინებით.


ნაძვის ხის ვარსკვლავის საზეიმო გახსნა 11 დეკემბერს არის დაგეგმილი.

bottom of page