top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ნეტარი კიარა ლუჩე ბადანო - 29 ოქტომბერი

29 ოქტომბერს კათოლიკე ეკლესია ნეტარ კიარა ლუჩეს მოიხსენიებს.



კიარა ლუჩე დაიბადა 1971 წელს, მოკრძალებულ ოჯახში, ქალაქ ცაცელოში. კიარა, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად ძალიან ლმაზი იყო. უყვარდა ლამაზად ჩაცმა, სპორტი, მეგობრებთან ყოფნა.


იგი შეუერთდამოძრაობა “Focolare”-ს. 1985 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სავონუში და იქ საშუალო სკოლაში შევიდა. სწორედ ამ ადგილას მოხდა რაღაც უჩვეულო და წარმოუდგენელი.


ერთ–ერთი საჩოგბურთო მატჩის დროს, მან მხარში საშინელი ტკივილი იგრძნო, გამოკვლევამ კი არც თუ ისე დამაიმედებელი შედეგი აჩვენა – ეს იყო ძვლის სარკომა და მისი გამოჯანმრთელების შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო. მიუხედავად ამისა, კიარას სახეზე ღიმილი არ მოშლია.


მისი საძინებელი ლოცვის ადგილად და მცირე ეკლესიად იქცა. კიარა ამბობდა: “მთავარია აღვასრულოთ უფლის ნება”.


მისმა მოსახელემ და მოძრაობა Focolare-ს დამაარსებელმა, კიარას უწოდა მეორე სახელი ლუჩე (სინათლე). ვინაიდან მისი დიდი თვალებიდან სიხარულის ნათელი გამოსჭვიოდა.

...და აი დადგა ის მომენტი, როცა კიარა უნდა შეხვედროდა მის საქმროს, იესოს. მას სურდა, რომ ელეგანტურად ყოფილიყო გამოწყობილიყო და მასთან შესახვედრად თეთრი კაბა შეარჩია, ცერემონიისთვის სიმღერა, ხალხს კი სთხოვა, რომ არ ეტირათ. მან თავისი უკანასკნელი სიტყვებით დედას მიმართა: “დედა, იყავი ბედნიერი, რადგან მე უკვე ბედნიერი ვარ“.


1990 წლის 7 ოქტომბერი იყო, კვირა დღის ცისკარი. კიარა შეუერთდა ღმერთს. ჩვენი დროის ახალგაზრდა ქალი კათოლიკე ეკლესიამ ნეტართა გუნდს მიაკუთვნა, როგორც ნიშანი იმედისა, განსაკუთრებით მისი თანატოლებისთვის.


კიარა ლუჩე ბადანო ნეტარად შერაცხულ იქნა 2010 წლის 25 სექტემბერს.

წყარო: www.santodelgiorno.it


შოთა გიქოშვილი
bottom of page