top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ომის ესკალაცია მაშინებს’ - პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ იტალიურ ტელევიზიაში ‘Nova’, რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. იგი შეეხო გადადგომის თემას და ასევე ვრცლად მიმოიხილა მსოფლიოში არსებული კონფლიქტები.  

 


ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, პაპის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ, წმინდა მამამ უპასუხა: ”ამის შესახებ არ ვფიქრობ, არ ვდარდობ და არც სურვილი მაქვს. მსგავსი შესაძლებლობა ყველა პაპისთვის ღიად რჩება, თუმცა ჯერ-ჯერობით, ეს აზრი არ დგას ჩემი გონების, ჩემი, გრძნობების, ჩემი შეშფოთების ცენტრში”.

 

ამავე ინტერვიუსას მან დაადასტურა, რომ ვიზიტი ექნება პოლინეზიას და არგენტინაში. არგენტინაში იგი ოფიციალური წერილით მიიწვია ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მიელიმ და წმინდა მამა ქვეყანას, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ესტუმრება: “ქვეყანას მძიმე ჟამი უდგას, იქ ადამიანები იტანჯებიან. წლის მეორე ნახევარში იყო დაგეგმილი ჩემი წასვლა მაგრამ ხელისუფლების ცვლილებებმა შეცვალა ჩემი გეგმებიც, გაჩნდა ახალი რაღაცები. აგვისტოში უნდა გავემგზავრო პოლინეზიაში, ხოლო შემდეგ კი წავალ არგენტინაში, თუ ეს შესაძლებელი იქნება. მინდა იქ ჩასვლა. ათი წელი ცოტა არ არის“.

 

ბავშვები და ომი

 

ინტერვიუს დროს პაპი კონფლიქტების თემას შეეხო: “გასულ ოთხშაბათს უკრაინიდან ბავშვების დელეგაცია ჩამოვიდა, არცერთ მათგანს არ გაუღიმია. შოკოლადები დავურიგე, მაგრამ არცერთ არ გაუღიმია. მათ დაავიწყდათ ღიმილი. როცა ბავშვი ღიმილს ივიწყებს – ეს სასჯელს იმსახურებს. სწორედ ამას აკეთებს ომი. იგი ხელს უშლის ოცნებას”.

 

ომის რისკი

 

როგორც ასდღიანი ომის პერიოდში ახლო აღმოსავლეთში და თითქმის ორწლიანი აგრესიის პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ, პაპი კვლავ გმობს ომის საშინელებას: “სიმართლე ისაა, რომ დაზავება რისკის შემცველია, მაგრამ უფრო რისკის შემცველი ომია. ომებს მიღმა დამალულია იარაღით ვაჭრობა. ერთმა ეკონომისტმა მითხრა, რომ დღეს ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია, რასაც დიდი მოგება და ფული მოაქვს, იარაღის ქარხნებია. აქ ჩადო ინვესტიცია ნიშნავს, რომ მოკლა”.

 

ომის ესკალაციის შიში

 

რომის ეპისკოპოსმა ისაუბრა პირად შიშზეც: “ომის ეს ესკალაცია მაღელვებს, ვინაიდან მსოფლიოში საომარი ნაბიჯების გადადგმა გვაიძულებს დავსვათ კითხვა: როგორც დავასრულებთ? მაშინ, როცა ატომური იარაღი ახლა ყველას ანადგურებს. როგორ დავასრულებთ? როგორც ნოეს კიდობანში? სწორედ ეს მაღელვებს. მაღელვებს თვითგანადგურების უნარი, რომელიც დღეს ადამიანებშია”.

 

მღვდელმსახურები გვპატიებენ ყველაფერს

 

მღვდელმსახურების პაპი ფრანცისკე კვლავ მოუწოდებს მიუტევონ ყველაფერი და ადამიანები მიიღონ დიდი სიკეთით. 54 წლიანი მღვდლობის განმავლობაში, მან მხოლოდ ერთხელ უთხრა უარი ადამიანის მიტევებაზე ადამიანის ამპარტავნების გამო. „ყოველთვის ყველაფერს ვპატიებდი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ეს პიროვნება კვლავ ჩავარდებოდა ცოდვაში. მაგრამ ღმერთი ყველაფერს გვპატიებს; გვეხმარება არ დავეცეთ, ან ნაკლებად დავეცეთ, მაგრამ ის გვპატიებს ყოველთვის.

 

ყველას, ყველას, ყველას დალოცვა

 

პაპმა პასუხი გასცა შეკითხვას რომელიც ეხებოდა რწმენის დოქტრინის დიკასტერიის დოკუმენტს. “Fiducia Supplicans” და რომელიც კათოლიკე ეკლესიის მორალისთვის არასტანდარტული, ანუ ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვის საშუალებას იძლევა.  დოკუმენტმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და წინააღმდეგობაც კი. პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ხანდახან გადაწყვეტილებები არ არის მიღებული, რაც ხშირად იმის გამო ხდება, რომ ადამიანმა არ იცის. მან, ჯერ კიდევ მად - ის დროს ლისაბონში დაამტკიცა პრინციპი: “Todos, Todos” (ყველას, ყველას):  “უფალი აკურთხებს ყველას, ყველას ყველას, ვინც მას მიეახლება. უფალი აკურთხებს ყველას ვინც მზადაა მოინათლოს – ეს ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს. თუმცა შემდეგ ადამიანები უნდა შევიდნენ დიალოგში უფლის კურთხევასთან და დაინახო ის გზა, რომელსაც მათ ღმერთი სთავაზობს. ჩვენ თავიდანვე კი არ უნდა განვიკითხოთ ისინი, არამედ მათ უნდა ჩავკიდოთ ხელი და დავეხმაროთ გზაზე სვლაში”.

 

ამდენი სისასტიკე მიგრანტებთან მიმართებაში

 

ინტერვიუში პაპმა ასევე გაამახვილა ყურადღება მისთვის მნიშვნელოვან თემაზე ანუ მიგრანტებზე. მან გაიხსენა თუ როგორ მოეხვია კამერუნელ ახალგაზრდას, რომელსაც გასულ წელს ტუნისსა და ლიბიას შორის არსებულ უდაბნოში შიმშილისგან, სიცხისა და წყურვილისგან დაეხოცა ცოლ-შვილი. პაპმა იგი ნოემბერში წმინდა მართას სახლში მიიღო. “მიგრანტებს სასტიკად ექცევიან მას შემდეგ, რაც ისინი ტოვებენ საკუთარ სახლებს და ჩამოდიან ევროპაში”, – აღნიშნა წმინდა მამამ და გაიხსენა 2022 წლის თებერვალში, ლიბიის ბანაკებში უამრავი ადამიანის დრამატული მდგომარეობა და მომხდარი ტრაგედიები კალაბრიის ზღვის სანაპიროზე “მართლაც, ყველა ადამიანს აქვს უფლება დარჩეს საკუთარ სახლში ანდა წავიდეს ემიგრაციაში. გთხოვთ, ნუ დაუხურავთ მათ კარს. აუცილებელია კარგად ნაფიქრი საემიგრაციო პოლიტიკა, რომელიც მზად იქნება მოაგვაროს პრობლემები”, - განაცხადა ინტერვიუში რომის ეპისკოპოსმა.

 

რეფორმა

 

პაპმა ეკლესიაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე: “პირველ რიგში რაზეც უნდა ვიზრუნოთ, ეს საკუთარი გულების რეფორმაა, ხოლო შემდეგ სტრუქტურების, რომლებიც უნდა დარჩნენ დაცულნი, შეცვლილნი, რეფორმირებულნი დანიშნულების მიხედვით. თუმცა პირველი რაც არის, ეს არის გულის რეფორმა. უნდა გავწმინდოთ გულები უთანხმოებისა და შურისაგან, იმ მანკიერებებისგან, რომლებიც ანადგურებენ ყოველგვარ ურთიერთობებს”.

 

ეს ინტერვიუ წმინდა მამამ ცნობილ ჟურნალისტს, ფაბიო ფაციოს მისცა გადაცემისთვის – “Che Tembo Che Fa”. 

 

წყარო: www.vaticannews.va

 

შოთა გიქოშვილი

bottom of page